უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება წმინდა, როგორც ანგელოზი უფლისა.

სულისგან ნათლობა კი არის, როდესაც ადამიანს წმინდა მირონი წაეცხება შუბლზე, თვალებზე, პირზე, ყურებზე, გულზე, ხელებზე და ფეხებზე.

წმინდა მირონის ცხებით ღმერთმა დაბეჭდა ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის, რითაც შეიცვალა ძველი აღთქმისეული წინადაცვეთა. მირონცხებით გადმოსული მადლით კი ადამიანი ადვილად წვდება სახარების სიბრძნეს, მასზე გადმოდის სულიწმინდა.

ხოლო რაც შეეხება ცეცხლით ნათლობას, ეს პროცესი მთელი ცხოვრება მიმდინარეობს. ეს არის ჯვარი, რომელსაც უფალი მოგვცემს, ოჯახს შევქმნით თუ სასულიერო ცხოვრებით ვიცხოვრებთ. აგრეთვე გააჩნია ესა თუ ის ადამიანი რა ცხოვრებისეულ მდგომარეობაში იქნება.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფლის მიერ მიცემულ ჯვარს გვერდზე გადადებს და ამცხოვრებისეული სიკეთეებით ერთობა. არ აქცევს ოჯახს, შვილებს, ცოლს და სხვას, ყურადღებას…

ამცხოვრებისეულ სიამეებში ეფლობა, ცხოვრობს, ილუზიას იქმნის თითქოს სამოთხეშია.

ასეთ ადამიანზე კი ამბობს უფალი: ვინც მოიპოვოს თავი თვისი, მან დაკარგოს იგი.

ჩვენ ხშირად გვისვამენ კითხვას იმის შესახებ, ცხონდება თუ არა სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ეს ძალიან მძიმე კითხვაა და მე ვფიქრობ, ამ კითხვით შეიძლება გასცე პასუხი მთელს კაცობრიობას – ქრისტეს შობით, განკაცებით, ჯოჯოხეთში ჩასვლით, იქედან მართალი სულების ამოყვანით, აღდგომით, ამაღლებით, მამასთან და სულიწმინდასთან გვერდზე ჯდომითა და სულიწმინდის გადამოსვლით ქვეყანასა ზედა. ის, რომ ღმერთი განკაცდა და მან მიიღო ადამიანის სული და ხორცი სრულიად, ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ ვერცერთმა ადამიანმა ვერ შეძლო სასუფეველში შესვლა ქრისტეს გარეშე, რამეთუ არ არსებობს ადამიანი, არც ახლა და არც წარსულში, ცოდვის გარეშე. თვით იოანე ნათლისმცემელიც კი, რომელსაც არანაირი ცოდვა არ ქონდა, ქრისტეს გარეშე ვერ შევიდოდა სასუფეველში. რადგანაც ყოველ ადამიანს მოყვება მემკვიდრეობითი ცოდვა ადამ და ევასგან მოყოლებული და მისი წინაპრებით დამთავრებული და კიდევ მის მიერ ჩადენილი უამრავი გადაცდომა.

უფალი ბრძანებს, რომ წინასწარმეტყველნი და წმინდანნი ორი მცნებით დადიან: გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ამის მსგავსი მცნება: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. ესეიგი გიყვარდეს ღმერთი და ადამიანიო ყველაზე მეტად, ამბობს ღმერთი იესო ქრისტე.

ეს არის ჯვარი – სიყვარული ღმრთისა და სიყვარული ადამიანისა. მხოლოდ ეს ამარცხებს ეშმაკს, ეს იქადაგა იესო ქრისტემ და სამწუხაროდ, ამ ჯვარზე გააკრა კაცობრიობამ ღმერთი. ყოველივე ეს ამტკიცებს იმას, რომ ვინც არ აღიარებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ჭეშმარიტ ღმერთს და არ შეიყვარებს მოყვასს ანუ ადამიანს, სამწუხაროდ, ვერ იხილავს ცათა სასუფეველს, ასე ბრძანებს უფალი ღმერთი, ძე ღმრთისა იესო ქრისტე.

ეშმაკი და ბოროტება სულიერი ვირუსია, რომელიც პირველად გაჩნდა ნათლის ანგელოზში და იგი აქცია ბოროტ სულად. ამ სულის სახელია ამპარტავნება და უამრავი სხვა ბოროტი სახელი.

ღმერთმა გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვცხონდეთ, რომ ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ – ვიცხოვროთ სხვისთვის, ადამიანებისთვის და გვწამდეს ღმერთი სწორად.

მინდა ვისურვო და ვინატრო, ღმერთს ვთხოვო, რომ ყოველ ადამიანს მისცემოდეს ნიჭი ჭეშმარიტი რწმენისა და სიყვარულისა, რომელიც არის ღმერთი მამა ყოველთა, ყოვლადწმინდა სამება.ამინ.

იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 83
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 83
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…