გასული წლის 6 დეკემბერს, სოფელ ვაკიჯვარში, „ნატანები 3 ჰესის“მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე დაპირისპირის ფონზე გაიმართა. ამის გამო შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ და „გამა კონსტანტიგის“ წარმომადგენლებმა სკოპინგის ანგარიშის ბოლომდე წარდგენა ვერ შეძლეს.

დღეს, სანდო წყარომ გაზეთ „ალიონის“რედაქციას აცნობა, რომ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ მენეჯერი გიორგი მარგებაძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში „ნატანები 3 ჰესის“ მშენებლობის საკითხის განხილვას გეგმავდა.

ადგილზე მისულს დარბაზში დაგვხდნენ გიორგი მარგებაძე, გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძე, ვაკიჯვრელები: მამუკა მდინარაძე. რამინი გოლიაძე, ჯიმი მდინარაძე თემური მოქია, დავით ჩავლეშვილი, მარიკა გიორგაძე და ფიქრია ბუცხრიკიძე.

შეხვედრის უმეტესი დრო გიორგი მარგებაძის გამოსვლას და ირმა გორდელაძის კითხვებს დაეთმო.

ამონარიდი გაზეთ „ალიონიდან“: „გაზეთმა „ალიონმა“ჰესის პროექტის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს დავით შარიქაძეს სთხოვა კომენტარი: _„ნატანები 3 ჰესი“წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით 9,085 მეგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი. ეს სიმძლავრე არის წინასწარი კვლევების შედეგი, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების (მათ შორის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების) შემდეგ დაზუსტდება. ჰესის სათავე ნაგებობა ზღვის დონიდან 652 მეტრზე, ქორბუდეში იქნება, კაშხალის სიმაღლე _8,2 მეტრი, ხოლო სადაწნეო მილის სიგრძეა 4635 მეტრი. ელექტროსადგურის შენობა განკუთვნილი იქნება 5 პელტონის ტიპის ვერტიკალური ჰიდროაგრეგატრის დამონტაჟებისა და ექსპლოატაციისათვის.“ („ალიონი“ #43, 9 დეკემბერი, 2019 წელი).

_ პროექტი 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. აქედან 7 მილიონი გენერატორების და მილების შეძენისათვის არის გათვალისწინებული. 2 წლის განმავლობაში 180 ადამიანი დასაქმდება ამ მშენებლობაზე, საიდანაც 100 ადგილობრივი მუშახელი იქნება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს ჰესების მშენებლობისას როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები. მშენებლობა იწყებოდა ისე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და სხვა დოკუმენტები მშენებლობის დაწყებისას არც კი ჰქონდათ, შემდეგ კი გზაში ეწეოდათ. ასეთ მაგალითსაც მოგიყვანთ: მთისპირის ჰესის მშენებლობისას 2000 კუბურ მეტრზე მეტი ხე-ტყე მოჭრეს სახელმწიფო თუ მუნიციპალური სატყეოდან. ჩვენი პროექტით კი მდინარე ნატანების აუზში 144კუბური მეტრი ხე-ტყე სახელმწიფო ტყეში, ხოლო 225 კუბური მეტრი მუნიციპალურ ტყეში მოიჭრება. ჩვენ 7-ჯერ ნაკლებს ზიანს მივაყენებთ ბუნებას, ვიდრე ეს „ბახვი 3“ ჰესის მშენებლობისას მოხდა.

ჩვენ შესწავლილი გვაქვს ჰიდროლოგიური დოკუმენტები. მზად ვართ ვიყიდოთ სადაზღვევო პაკეტი, რომ შესაძლო ზიანის მიყენების შემთხვევაში სრულად აუნაზღაურდეს ზარალი კომპანია „ნიკორას“ კუთვნილ ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას. ამ თემაზე მათთან მოლაპარაკება გვაქვს. სადაზღვევო კომპანიას თავად აირჩევენ. საკალმახე მეურნეობის პრობლემა მოხსნილია.

გარდა ამისა ჩვენი კომპანია 0, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს სოფელ ვაკიჯვრის განვითარებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუკი სოფელი უარს იტყვის ინვესტიციის განხორციელებაზე (როგორც თქვენ ამბობთ, ეს სახელმწიფოს მოვალეობაა) ჩვენ სოფელ ვაკიჯვრის 250 კომლს 30 წლის განმავლობაში უფასოდ მივაწვდით 200 კილოვატ ელექტროენერგიას, ხოლო თუ ამას სოფელ ფამფალეთის მოსახლეობაც დაემატება, ეს უკვე 500 კომლია, ყოველთვიურად უფასოდ მივაწვდით 100 კილოვატ ელექტროენერგიას _განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

ირმა გორდელაძის კითხვაზე, თუ რატომ გახდნენ ასე გულუხვები და რა ბედი ელის მდინარე ნატანებს 4,6 კილომეტრის მანძილზე, როცა წყლის 90 პროცენტი მილში მოექცევა, გიორგი მარგებლიძემ ჰიდროლოგიის სპეციალისტი ზაალ უკლება დაასახელა, რომლის კვლევებსაც ისინი ეყრდნობიან.

_ ჩვენი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიზანია, ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას ჰესების მშენებლობებიდან და კარიერული წარმოებიდან.4,6 კილომეტრ მანძილზე მდინარე ღელედ იქცევა, მიწაში დაიმარხება მდინარე.

მარტო ვაკიჯვრის მცხოვრებთა გადასაწყვეტი არაა მცირე ჰესების კასკადის აგება მდ.ნატანებზე.ვიცით რომ მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ჰესის მშენებლობის.ეს საკითხი ეხება გურიის რეგიონს,ჩვენს მომავალს.დამარხული და იავარქმნილი მდინარეები არაა გურიის მომავალი,ის მხოლოდ კერძო ინვესტორს გაამდიდრებს.გურიის საზოგადოება იბრძოლებს გურიის ეკოსისტემის გადასარჩენად_განაცხადა ირმა გორდელაძემ და შეხვედრა დატოვა.

ამის შემდეგ შეხვედრამ არაოფიციალური სახე მიიღო. ჩვენ ამ შეხვედრის მონაწილე, 73 წლის რამიზ გოლიაძე ჩავწერეთ:

_ჩვენ, ვისაც გვიყვარს ვაკიჯვარი და ამ სოფლის მომავალზე ვფიქროთ, ჰესის მშენებლობის მომხრეები ვართ. 4 გვარი აღარ ცხოვრობს უკვე ვაკიჯვარში, 22 ოჯახი დაკეტილია და იყიდება. როგორი მოსასმენია: „დიომიდეს ნაფუძვარი,“ „არსენ გოლიაძის ნაკარვალი,“„კაცაძის ნასახლარი,“..ჰესი მოგვიტანს განათებას, განათება_განათლებას. ხალხი დაბრუნდება სოფელში, ჩემი შვილიც მინდა დაბრუნდეს. რის ეკოლოგია, არც თევზი გაწყდება. ჰესის მშენებლობას სოფლის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს _განაცხადა მან.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ სოფლის ტერიტორიული ერთეულის ოფიციალური წარმომადგენლები. როგორც მერის წარმომადგენელმა გიორგი მდინარაძემ გვითხრა, იგი ავადაა და წევს, ხოლო სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ იგი პროტესტის ნიშნად არ დაეწრო ამ შეხვედრას, რადგან ჰესის მშენებლები შეხვედრებზე სულ ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, არანაირი წინსვლა არაა მათ მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე. ისინი აპირისპირებენ სოფელ ერთმანეთს. დაელაპარაკონ სოფელს. კარგად იციან მოსახლეობის 80 პროცენტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.ესენი თავიანთი ბიზნესის იქით ვერაფერს ხედავენ, ააოხრებენ სოფელს და მე ამას ტაში როგორ დავუკრა _გვითხრა ბაჩანა ნიჟარაძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 10000
    „ამათ ხელში მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად გადაიქცა“წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად…
  • 10000
    კომპანია „სამი ძმები“ მდინარე სუფსის ხეობაში მოსახლეობის პროტესტს არად აგდებენგასულ ხუთშ-აბათს გაზეთ „ალიონს“ სოფელ ბაილეთიდან აცნობეს, რომ კომპანია „სამი ძმები“ მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ღორღის მოპოვებას კვლავ აგრძელებდა სოფელ ბაილეთისა და სილაურის მოსახლეობის პროტესტის შედეგად გარემოსდამცველება 3-ჯერ ამოაყვანიეს ექსკავატორი მდინარის ხეობიდან. ამჯერადაც ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“-სთან ერთად გავემგზავრეთ. რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, თითოეულ მისვლაზე კომპანიის წარმომადგენლებად სულ სხვადასხვა ადამიანები…
  • 10000
    ექადიელებმა დღეს ოზურგეთში კომპანია „არერსა მეთალის“ ალუმინის სხმულების საწარმოს მშენებლობის პროექტი გააპროტესტეს.დღეს, ქ. ოზურგეთში, (ექადია), ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის (იგი ამჟამად ინდურ კომპანია „მანსაროვარს“ ეკუთვნის), მიმდებარე ტერიტორიაზე ექადიის უბნის მოსახლეობამ არაპოლიტიკური საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აქ მეორადი ნედლეულისაგან ფერადი ლითონების (ალუმინის სხმულების) წარმოების საწარმოს აგების მცდელობას აპროტესტებდნენ. აღნიშნულ პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა…
  • 10000
    გომისმთაზე გასულ კვირაში 4 მშენებარე სახლის კარკასი მოიპარესკურორტ გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულეს. მათ ასეულობით სააგარაკო სახლის და ნაწილობრივ სააგარაკე ნაკვეთების აზომვითი ნახაზები შეადგინეს. თუ როგორც ჩაიარა სამუშაოებმა, ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, გომისმთის ჯგუფის უფროსმა გოჩა გვანცელაძემ მოგვცა მოკლე კომენტარი: _ ჩვენი სპეციალისტები აქ თითქმის სამი კვირაა მუშაობდნენ. მე მათ 9 დღის…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…