ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს აწარმოებენ. რა ხდება კურორტზე, ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა გომისმთაზე ბესიკ ლომინაძეს ვესაუბრეთ:

_ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს კურორტის ისტორიაში. ერთის მხრივ ეს არის უკანონო მშენებლობები, სააგარაკო ადგილების მაძიებელთა შემოსვლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან და მეორეს მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რაც გულისხმობს უფასოდ განახორციელონ ყველა ნაკვეთის აზომვითო ნახაზები და შემდეგ მოხდეს მათი დარეგისტრირების პროცესის დაწყება, რაც ბუნებრივია კანონიერების ფარგლებში მოხდება.გვინდა ამ პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

_ბატონო ბესო, მოქალაქეთა მონდომებამ, კურორტზე ჰქონდეთ სააგარაკო ადგილი, ყველა ზღვარს გადააჭარბა. მიმდინარეობს თითქმის ყველა ტერიტორიის დაკოლვა, მშენებლობები…

_გეთანხმებით და ჟურნალისტები არაერთხელ წერდით ამის შესახებ. შარშან დიდი მუშაობა ჩაატარა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ამ პროცესები შესაჩერებლად, რაღაც ეტაპზე შეაჩერა კიდეც, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ამას წელს მოჰყვა სოფელ გომში ოზურგეთის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლების მიერ ერთგვარი საგუშაგოს შექმნა, სადაც დღე და ღამ მორიგეობენ, ერთხანს შუახევის მხრიდანაც მორიგეობდნენ, ამ ბოლო დღეებში შუახევის მხრიდან კვლავ შემოდის სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომანქანები კურორტის ტერიტორიაზე.

_დაბის ტერიტორიაზე შენდება წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოლებია დასობილი, მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული რამდენიმე სააგარაკო სახლის ასაგები ადგილი…

_ჩვენ უკვე დავიწყეთ ასეთი მონიშნული ადგილების გაწმენდა ე.წ. კოლებისაგან, რაშიც აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები გვეხმარებიან. ხვალ (ინტერვიუ 17 აგვისტოს შედგა), ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრულ ადგილსაც გავათავისუფლებთ…ხეებს შეშათ ვიყენებთ, ხოლო რკინას ვასაწყობებთ. სეზონის დასრულებამდე დაბის ტერიტორიაზე ავკრძალეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (ვგულისხმობ იმ შენობებს, რომლებიც 2007 წლამდეა აგებული). ეს უპირველესად დამსვენებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს.

_რა ინფრასტრუქტურა აქვს ამჟამად დაბას..

_კარგად იცით წყლის პრობლემა გომისმთაზე ძირითადად მოგვარებულია, ამჟამად სოფლის წყალსადენების აიპი შიდა დაქსელვის სამუშაოებს აწარმოებს; ელექტროენერგია კურორტს მიეწოდება; მუშაობს 5 სამრეწველო და სასურსათო მაღაზია და 2 პურის საცხობი. არის ადგილობრივი ფერმერების ნაწარმი: ხორცი, ყველი და ა.შ.

ყურადღება ექცევა ნაგვის გატანის თემას. ოზურგეთის მერიამ 10 ახალი ნაგვის ურნა დადგა დაბის ტერიტორიაზე. გომისმთაზე მოვლინებულია 2 პოლიციელი…

_რა სამუშაოებს ასრულებთ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად?

_საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იწყება ოზურგეთი-გომისმთის ახალი გზის მშენებლობა. ამ გზამ დაბის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახური სწავლობს, ხომ არ არის გზის კვეთაში მოქცეული რომელიმე სააგარაკო სახლი, ამოწმებს სხვა კონტურებს _და მაინც მთავარო თემა ამჟამად მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტია..

_ყველანაირად ხელს ვუწყობთ. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები დაბის ტერიტორიაზე არიან დაბინავებულები. ამინდიც არ უწყობს ხელს მათ მუშაობას.ხშირია ნისლი. მაგრამ იმედი გვაქვს, ისინი თავიანთი პროფესიონალიზმით განსაზღვრულ ვადაში დაასრულებენ სამუშაოებს.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

მსგავსი სტატიები

  • 67
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 62
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 56
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 55
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 55
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…

არ გამოტოვოთ