დღეს, ქ. ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს ჩაეყარა დაფუძველი.

როგორც ზაზა ფაჩულიას მეგობარმა და კომპანია „გალფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ განაცხადა, ეს რიგით მეოთხე ასეთი ტიპის კორტი იქნება თბილისის, გორის და სენაკის შემდეგ.

_ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობს სპორტით იყოს დაკავებული. ჩვენ უზრუნველყობთ ქუჩის საკალათბურთო ჩემპიონატების ჩატარებას. ყველა ის ნორჩი კალათბურთელი, რომელიც ამ პროფესიას გაჰყვება და ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო აკალდემიაში ჩაირიცხება, მათ დაფინანსებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

ზაზა ფაჩულია ატლანტაშიც თამაშობდა, საიდანაცაა ჩვენი სტუმარი, გალფის გენერალური დირექტორი ქრეიგ ქრამერი. ზაზა დღეს ვერ ესწრება ამ პრეზენტაციას, მაგრამ 2021 წლის სექტემბრისათვის, როცა ეს მოედანი გაიხსნება, იგი პირადად მიიღებს მის გახსნაში მონაწილეობას_ განაცხადა ვანო ნაკაიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ თქვა, რომ ყოფილი რაიკავშირის ტერიტორიაზე გაშენდება სკვერი, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებიც იქნება. მისი თქმით ქ. ოზურგეთის ერთ-ერთი კარგი სპორტული ობიექტი შეემატება. შემდეგ „გალფის“ მარკენტინგის დირექტორმა ნინო ჯიბლაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს, ოზურგეთის სპორტის გაერთიანების ცენტრის მწვრთნელმა აზა მჟავანაძემ და ახალგაზრდა კალათბურთელმა ლეო თოიძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 38
    რატომ ართმევენ ხალხს, ჯერ გაყიდულ, შემდეგ უკან დაბრუნებულ მიწებს..ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011…
  • 37
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…