25 სექტემბრიდან დაბა ლაითურში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა.

გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ლაითურის ტერიტორიულ ერთეულში რეზო მესხიძეს და სთხოვა კომენტარი:

_რამდენიმე დღის წინ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში დადიოდა და გაკვეთილებს ატარებდა. ამ ფაქტის გამო ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და სკოლა ორლაინ სწავლებაზე გადავიდა. ეპიდომიოლოგებმა აღნიშნული პედაგოგის კონტაქტები გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ სამი პედაგოგი იყო. ამიტომ  სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და სკოლა ორლაინ სწავლებაზე გადავიდა.

1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში უნდა დაწყებულიყო სასწავლო პროცესი და აქაც პრობლემა შეგვექმნა. დაბა ლაითურის #1 საბავშვო ბაღის მენეჯერს აღმოაჩნდა კორონავირუსი.

საქართველოში პირველ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი არ იყო ისეთი, როგორც ეს დღეს ლაითურშია. კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 32 ლაითურელს და ისინი გადაყვანილი არიან ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის ცხელების ცენტრსა და სპეციალურ კლინიკებში, ხოლო ერთი ქალაქ თბილისშია გადაყვანილი.

ჩვენს კითხვაზე არის თუ არა ლაითურში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, რა ინფორმაცის ფლობს ამ თემაზე, რევაზ მესხიძემ გვიპასუხა, რომ შესაძლოა დაავადებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ეს 32 ადამიანი კონტაქტში იყო დაბის მოსახლეობასთან და ახლა მედიკოსები ყოველდღიურად ატარებენ ტესტურ გამოკვლევებს. დაბაში მუდმივად მიმდინარეობს სადეზიფექციო სამუშაოები და ჩვენი საუბრის ჩაწერის დროს (25 სექტემბერი, დღის 12 საათი) მიმდინარეობდა დაბის ადმინისტრაციული შენობის და ბაგა-ბაღების შენობების სადეზიფექციო სამუშაოები.

მესხიძე წუხს, რომ მოსახლეობა პანიკაშია და გადაადგილების შეზღუდვა მათთვის ძნელად შესაგუებელია,რადგან ისინი ოზურგეთში ჰყიდნენ სოფლის მეურნეობის ნამეტ პროდუქტებს და იქედან მოჰქონდათ ფქვილი და სხვა აუცილებელი კვების პროდუქტი.

_სავარაუდოდ 12 დღეში შეზღუდვა მოიხსნება _გვითხრა მან.

გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციას:

_დაბის მოსახლეობას პრობლემები არ ექნებათ ფქვილით და სხვა აუცილებელი საკვები პროდუქტების მომარაგების საქმეში. დაბაში ჩვეულებრივად ივლიან სადისტრიბუციო ავტომანქანები და არანაირი დეფიციტი არ ექნებათ.

ნებისმიერი პრობლემის შესახებ მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მათთვის სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე: 595 36 64 76.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 77
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 64
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 61
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    გაზეთი „ალიონი“ 90 წლისაადღეს 90 წელი შესრულდა საქართველოში ერთ-ერთი ძველი  გაზეთის დაარსებიდან. გურიის რეგიონში 1918-1921 წლებში გამოდიოდა გაზეთი „გურიის ხმა“, ხოლო 1931 წელს დაარსდა რაიონული გაზეთი (1962-65 წლებში რეგიონული გაზეთი). მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ ოზურგეთის და გურიის ისტორიას: თამაზ სალუქვაძე, აფთონ გურგენიძე, ვახტანგ ჯაყელი, ამბროსი სალუქვაძე,…
  • 59
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…