კურორტ გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულეს. მათ ასეულობით სააგარაკო სახლის და ნაწილობრივ სააგარაკე ნაკვეთების აზომვითი ნახაზები შეადგინეს.

თუ როგორც ჩაიარა სამუშაოებმა, ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, გომისმთის ჯგუფის უფროსმა გოჩა გვანცელაძემ მოგვცა მოკლე კომენტარი:

_ ჩვენი სპეციალისტები აქ თითქმის სამი კვირაა მუშაობდნენ. მე მათ 9 დღის წინ შემოვიუერთდი. ძალიან დიდი მოცულობითი სამუშ-აოები ჩატარდა, რომელიც ახლა საჯარო რეესტრში გაგრძელდება. პირველ რიგში მიწები დაურეგისტრირდებათ იმ მოქალაქეებს, ვისაც აქ 2007 წლამდე ედგათ სააგარაკო სახლი, რასაც ისინი შესაბამისი საბუთებით დაადასტურებენ.

რაც შეეხება 2007 წლის შემდეგ ყოველგვარი ნებართვის გარეშე აგებულ სახლებს, მათი რეგისტრაციის შესახებ ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, ასევე პასუხს ვერ მოგცემთ სააგარაკო ნაკვეთების დაკანონების თემაზეც, თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ აზომვითი სამუშაოების მეორე ეტაპი ჩატარდება, _ გვითხრა გვანცელაძემ. რა სიტუაციაა ამჟამად გომისმთაზე? ძველი ტემპით არა, მაგრამ კურორტზე მშენებლობები გრძელდება. მდინარე ბჟუჟის ხეობაში არსებულმა საგუშაგომ ახლა ბჟუჟჰესის შესავლელთან გადაინაცვლა და ოზურგეთი-გომისმთის გზით სამშენებლო მასალებს არ ატარებენ, თუმცა არსებობს მეორე გზა შუახევის მხრიდან, საიდანაც ბოლო პერიოდამდე საკმაოდ დიდი ოდენობით სამშენებლო მასალები შევიდა კურორტზე და მშენებლობები გრძელდება.

მშენებლობები ქაოსურად, ძირითადად კურორტის მიმდებარე ტერიტორიებზეა გაჩაღებული. აშენებენ სამშენებლო ნორმების წესების დარღვევით, ხშირად არასპეციალისტები.

_ რამდენიმე დღის წინ გავაფრთხილე ერთ-ერთი სააგარაკო კოტეჯის მშენ-ებლები, რომ ცუდად კრავდნენ კარკასს, შესაძლოა იგი ჩამოშლილიყო და ცუდი შედეგი დამდგარიყო. ყურად არ იღეს ჩემი შენიშვნა და მუშაობა გააგრძელეს. საბედნიეროდ შენობა მაშინ ჩამოიშალა, როცა მშენებლები ისვენებდნენ. კურორტის გარშემო მიმდინარე მშენებლობებზე კონტროლს ვერ დააწესებ, თანაც იქ დამსვენებლები არ არიან. წინა კვირაში 4 მშენებერე სახლის კარკასი მოიპარეს.. ასეთებიც ხდება სამ-წუხაროდ კურორტზე, _- გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა გომისმთაზე ბესიკ ლომინაძემ. ბესიკ ლომინაძის თქმით, იგი დიდი იმედით უყურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, რომელმაც ფაქტიურად უნდა დაარეგულიროს მიწების დაკოლვის ბუმი კურორტზე და შეწყდეს ეს ქაოტური მშენებლობა.

_ოზურგეთი-გომისმთის გზა კი კონტროლდება და სამშენებლო მა-სალები არ შემოდის, მაგრამ მეორე მთის გზით შემოვიდა სამშენებლო მასალები, თანაც რეესტრის სამუშაოების დასრულებამდე არ გვაქვს იურიდიული მექანიზმები, როგორ შევაჩეროთ ეს მშენებლობები, მაგრამ აზომვითი სამუშაოების მიმდინარეობის დაწყების შემდეგ მშენებლობები მინიმუმადე დავიდა. კარგად იმუშავეს რეესტრის პეციალისტებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ყოველნაირად ვუწყობდით ხელს მათ, რომ ხელშეშლა არ ჰქონოდათ. მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული მუშაობისათვის _გვით-ხრა ბესიკ ლომინაძემ.

ჩვენთან სასაუბროდ აჭარელი კაცი ავთო ბოლქვაძე მოვიდა.

_კარგად იცით აჭარელი კაცი აქ საქონლის გარეშე არაფერს ნიშნავს. კურორტის მიმდებარე საზაფხული იალაღებზე ჩვენი საქონელი ძოვს ბალახს.გარდა ამისა, პატარ-პატარა საკარტოფი-ლე ადგილები გვაქვს შემოღობილი. ასე რომ გაგრძელებულიყო, ჭინჭაოს ტბამდე მივიდოდნენ ნაკვეთების მსურველები. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექნებოდა. მადლობა ხელისუფლებას, რომ აზომვა-დაკანონების სამუშაოები მიმდინარეობს _ გვითხრა მან.

ჩვენ ერთ-ერთ სააგარაკო ნაკვეთის მფლობელსაც ვესაუბრეთ: _1990 წელს გომიმთაზე კოოპერატივი „ნიშნარი“ იყო, რომელიც კურორტს პატრონობდა. მაშინ ავიღეთ სააგარაკო სახლის დასადგმელი ადგილი და კარგი კოტეჯით დავდგით. სახლების დაშლა-ქურდობა რომ წავიდა, 1996 წელს კოტეჯი დავშალეთ და ბარში ჩამოვიტანეთ. იქ ამჟამად მხოლოდ ცემენტის ბოძები და კიბის ბეტონის ასავლელია დარჩენილი. გვინდა აღვადგინოთ სააგარაკო სახლი, მაგრამ არ ვიცით, რადგან სახლი არ დგას, გაგვიფორმებენ თუ არა ამ ნაკვეთს -გვითხრა ქ. რ-მ.

_გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბის ცენტრში გვედგა კურორტზე სააგარაკო სახლი. 2004 წლის აეროგადაღების რუკაზე ჩანს ჩვენი სახლი.შემდეგ დაიშალა. ახლა თონე გადაუტანიათ და ჩვენი სახლის ტერიტორიაზეა. ჯერჯერობით სამართალს ვერ მივაგენით – გვითხრა ერთ-ერთმა გომელმა (შემოქმედის თემი). კურორტის ზემოთ მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები აქ მყოფმა სტუდენტების ჯგუფებმა კარგად გაწმინდეს ე.წ. „კოლებისაგან“, მაგრამ უფრო ქვემოთ, იქ სადაც ახალმშენებლობები მთავრდება, შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ სხვა საშუალებებით კარგად ჩანს ბაწარშემოვლებული ქვეტყის საკმაოდ დიდი ფართობი. სავარაუდოდ, იგი კვლავ ახალი მშენებლობებისთვისაა გამიზნული. ახალი ნაკვეთების აღების მსურველები კვლავ ბევრია. ჩვენი იქ ყოფნისას ქ. ფოთიდან ამოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი.

_ჩემი ბაბუას გომისმთა-ბახმაროს საზღვარზე ამოჰყავდა ზაფხულობით პირუტყვი და ფერმა ჰქონდა. ახლა მინდა მეც მქონდეს აქ სააგარაკო ადგილი. ასეთები აქ ბევრი ამოდის.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 10000
    ბესიკ ლომინაძე: „გვინდა ამ პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიაროს“ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს აწარმოებენ. რა ხდება კურორტზე, ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა გომისმთაზე ბესიკ ლომინაძეს ვესაუბრეთ: _ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს კურორტის ისტორიაში. ერთის მხრივ ეს არის უკანონო მშენებლობები, სააგარაკო ადგილების მაძიებელთა შემოსვლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან და მეორეს მხრივ…
  • 10000
    გომისმთაზე გასულ კვირაში 4 მშენებარე სახლის კარკასი მოიპარესკურორტ გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულეს. მათ ასეულობით სააგარაკო სახლის და ნაწილობრივ სააგარაკე ნაკვეთების აზომვითი ნახაზები შეადგინეს. თუ როგორც ჩაიარა სამუშაოებმა, ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, გომისმთის ჯგუფის უფროსმა გოჩა გვანცელაძემ მოგვცა მოკლე კომენტარი: _ ჩვენი სპეციალისტები აქ თითქმის სამი კვირაა მუშაობდნენ. მე მათ 9 დღის…
  • 40
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 30
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…

არ გამოტოვოთ