დღეს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ ფორმატში, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ალიმენტალური და ნოზიკომური, პარაზიტოლოგიურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა ლევან ბაიდეშვილმა გურიაში „KOVID 19“ გავრცელების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების  უფროსი არჩილ მჟავია და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე.

დღეის მდგომარეობით გურიაში „KOVID 19“დაიფიცირების 128 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 53 დაბა ლაითურშია. დაინფიცირების ბოლო 12 შემთხვევა სწორედ ლაითურზე მოდის.

ჩვენს მცდელობა, რეგიონში „KOVID 19“ გავრცელების საფრთხებზე ინტერვიუ ჩაგვეწერა ბატონ პაატა იმნაძესთან უშედეგო აღმოჩნდა.  ამ თემაზე შესაბამისი პრესსამსახური ინფორმაციას არ ფლობდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ მხოლოდ შეხვედრის ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მათ კორონავირუსის გურიაში გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს.

მისი თქმით ისინი სიტუაციას ფლობენ ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 57
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…
  • 43
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 38
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 35
    რა ხდება ჩოხატაურში, რატომ არ ხერხდება შეთანხმება?ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, ამოწურული არ არის. გუშინ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა,  მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ. _„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის…