ცოტა ოზურგეთულად თუ არ მიეხედა ამ საქმეს, რომელიც უკვე ოზურგეთული ბრენდია, სპორტის ეს ექსტრემალური სახეობა _ კაიაკინგი, ოზურგეთში საბოლოოდ გულს დახურავს. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 ოქტომბრის სხდომაზე ითქვა.

საკრებულომ ამ სხდომაზე მეტად გადატვირთული დღის წესრიგი წარმოადგინა. 17 განსახილველი თემიდან დეპუტატებისა და დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საკითხმა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ”, ამ ნუსხაში შეტანილია “მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (საკადასტრო კოდი 26.33.23.10) შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6000 კვ მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 60 000 ლარი.

ოზურგეთის მერიამ ამ ერთ ობიექტზე წარმოადგინა ორი ინიცირება,  ორი კონკრეტული პროექტი. პირველი ეკუთვნის ეკუთვნის ქალაქ ოზურგეთში, თავისუფლების ¹ 65-ში მცხოვრებ, ბატონ იოსებ ერქომაიშვილს, რომელიც ითხოვს პირდაპირი იჯარის წესით აღნიშნული ნაკვეთის გადაცემას კაიაკინგისა და ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით, მეორე კი _ შემოქმედელ (გომელ) კერძო პირს, ბატონ გივი დუმბაძეს, რომელიც ითხოვს ხსენებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას და აუციონზე გატანას. ბატონი გივი სხდომას არ ესწრებოდა, რადგან, როგორც გვითხრეს, არც ჰქონია ამის ვალდებულება.

დეპუტატების ერთი ნაწილის თქმით ამ საკითხების ასეთნაირად გამოტანით მერიამ პასუხისმგებლობა საკრებულოს დააკისრა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ორივე მაგარი პროექტია და განხილვის დროს აუცილებელია კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა. პირობიანი აუქციონი იქნება, ალბათ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა საკითხები მოუმზადებლად მიიჩნია და მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელს ალეკო მამეშვილს უთხრა, რომ ან ერთი მხარე უნდა წარმოგედგინა, ან მეორე.

დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ კი კოლეგებს მიმართა: ჩვენ ხომ არ აგვეღო ეს პასუხისმგებლობა იჯარის წესით გაცემაზეო.

საბოლოოდ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკითხის უფრო საფუძვლიანად მომზადებას და ერთი თვის შემდეგ განხილვას.

თუ მოხდა ისე, რომ ერთი თვის შემდეგ ბატონი სოსო ერქომაიშვილის  პროექტი “თამაშგარეში აღმოჩნდა”, როგორც დეპუტატმა ვასო ჩიგოგიძემ თქვა, ცოტა ოზურგეთულად თუ არ მიეხედა ამ საქმეს, რომელიც უკვე ოზურგეთული ბრენდია, კაიაკინგი, ოზურგეთში საბოლოოდ გულს დახურავს.

როგორც სხდომაზე ბატონმა იოსებ ერქომაიშვილმა განაცხადა, ეს პროექტი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა:

ეს პროექტი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა,მე, რომ გურიის გუბერნატორის მოადგილე ვიყავი მაშინ დაიწყო. 2017 წლიდან მოყოლებული მოდის ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას დროში მოვკლავთ, მაშინ იქნება ძალიან უხერხული. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ არასწორი ნაბიჯები გადადგა თუ არ გადადგა, მაგას იურისტები შეაფასებენ, ეს პროცესი უკვე ძალიან ჩიხში შედის. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჭირდება განვითარება, ჩვენ გვჭირდება ტურიზმი, მოგეხსენებათ, გურია რა მდგომარეობაშია, შესაბამისად თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ აი, ამ ორი ინსტიტუციის რამენაირად ესეთი რაღაცა, მშვიდობა ჩამოვარდეს, თუნდაც ამ პროექტის ფარგლებში, ეს შესაძლებელი თუ არის, მოდით, გავაკეთოთ ეს”.

შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის აუზში საერთაშორისო შეჯიბრებები და ევროპის ჩემპიონატი კაიაკიში იმართება საქართველოს კაიაკინგის ფედერაციის, საზოგადოებრივი მოძრაობა “გააცოცხლე გურიას”, სამხარეო ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, რამაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გაუთქვა სახელი ევროპულ ქვეყნებში.

წლეულს, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩემპიონატი არ ჩატარებულა.

როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, სხდომას არ ესწრებოდა ბატონი გივი დუმბაძე, თორემ მის პროექტსაც სიამოვნებით გავაცნობდით მკითხველს.

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 62
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 61
    საიდან აქვთ რიონის ხეობის მცველებს ფინანსები - ვარლამ გოლეთიანის განმარტება   რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქციის პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებაში თუ სოციალურ ქსელში ხშირად ისმებოდა შეკითხვა – საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს დაფინანსება? როგორ ახერხებენ სასცენო აპარატურის შეძენას? და ა.შ. „ჩვენ 3 წელია, ვიბრძვით ამ პრობლემის წინააღმდეგ. საზოგადოებამ 209 დღის წინ გაიგო, რაც დაიწყო კარვების პროტესტი. მანამდე ყველანაირ…
  • 60
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 59
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…