_ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სასტარო შეხვედრა ძალიან კარგად ვითამაშეთ.შეხვედრას ჩვენი კლუბის საპატიო პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. მოტივაცია კიდევ უფრო გაგვიორმაგდა და შედეგიც სახეზეა, თბილისში, გასვლით მატჩში „პლატო არენაზე“ „დევებთან “ 5 ლელო დავდეთ და საბოლოოდ 27:5 დავამარცხეთ მეტოქე. ერთი ლელო ჩემს ანგარიშზეა -უთხრა გაზეთ „ალიონს“ ოზურგეთის „არწივების“ მე-15 ნომერმა ლევან ხუროშვილმა, რომელიც ადრე თბილისის „ყოჩების“ და შემდეგ პოლონეთის „არკა გდინიაში“ გამოდიოდა და ევროტურნირზეც აქვს ნათამაშევი.

ბონდო ღლონტი, ოზურგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: _ძალიან სასიხარულოა, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა მოვიგეთ. იცით, შარშან პირველ ლიგაში 17 ქულით მე-7 ადგილი დავიკავეთ. წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გუნდში. მთავარ მწვრთნელად ქუთაისის „აიას“ ყოფილი წამყვანი რაგბისტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი კახა მაჩიტიძე მოვიწვიეთ, რომელიც მანამდე საბერძნეთის ერთ-ერთ სარაგბო კლუბს წვრთნიდა. ფაქტიურად ახალი შემადგენლობა გვავს. გუნდში ლეგიონერები გვყავს. გამოცდილი რაგბისტები მოვიწვიეთ ბათუმიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან, თუმცა გუნდის უმეტესობას ადგილობრივები შეადგენენ. ჩემპიონატის დაწყების წინ, 5-დღიანი შეკრება დაბა ურეკში გავიარეთ. მხარში გვიდგას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, კლუბის საპატიო პრეზიდენტია არჩილ თალაკვაძე, რომლის თანადგომა დიდ სტიმულს აძლევს გუნდს. დიდი კონკურენცია და ვეცდებით წარმატებას მივაღწიოთ _ გვითხრა ბონდო ღლონტმა.

„დევებთან“ შეხვედრაში 2 ლელო გოჩა ჯიქიამ, თითო ნუკრი თერსელიძემ,შოთა ცეცხლაძემ და ლევან ხუროშვილმა დადეს“.

მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის ბოლოს ჭაიათურაში, ადგილობრივ „იმერეთს“შეხვდება.

p.s. ფოტოები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ფეისბუქგვერდიდან ავიღეთ. იგი პირველი გამოეხმაურა ოზურგეთის „არწივების“ წარმატებას.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 33
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…

არ გამოტოვოთ