გუშინ,  „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა

 

გუშინ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

ოზურგეთში წარდგენა სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართა.

შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა.

_ამ მხარეში თავისუფლების მოყვარე ხალხი ცხოვრობს. სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მამები, რომლებმაც მიიღეს იმ დროისათვის ყველაზე პროგრესული და მოწინავე კონსტიტუცია.ამ მხარეში ყველაზე მეტადაა გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულს, ყველაზე განსახვავებული ადამიანის ინდივიდს“ _აღნიშნა თავის გამოსვლაში კახა კალაძემ და 2012 წლიდან  „ქართული ოცნების“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ პროექტებზე და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების შესახებ ისაუბრა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავის გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად გლობალურ გამოწვევების ფონზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

_სამწუხაროდ, ეს შეხვერები გლობალური გამოწვევის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირა ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევას, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პირველი ტალღის დროს, დავიცავით მოსახლეობის ჯანმრთელობა, ქვეყნის ეკონომიკა. ახლა დავდექით მეორე ტალღის წინაშე. უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობა და პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ მეორე ტალღაც დავამარცხოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი., იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება ყოველწლიურად იყოს უფრო უსაფრთხო და ღირსეული. მაგალითად, მომდევნო 4 წელიწადში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი, რაც მოხმარდება გზების, სასმელი წყლის სისტემების, საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას, სკოლების, საბავშვო ბაღების აღდგენას_აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

 

შემდეგ იქ მყოფთ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიმართა:

_მეამაყება, რომ 4 წლის განმავლობაში ამ მხარის წარმომადგენელი ვიყავი პარლამენტში. ჩვენი მხარე სავსეა ოპტიმიზმით, გვეამაყება ხალხის მხარდაჭერის.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც გურიაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა. ეს არის გურია უკვე ახალი, სრულიად განსხვავებული სახით მსოფლიო ეკონომიკურ, კულტურულ რუკაზე და ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საქმე შიდა ტურიზმს ეხება. უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზემის მოვლაპატრონობაზე, ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე. გვეამაყება, რომ გვაქვს თეატრის განახლებული შენობა, გავარემონტეთ ფოკლორის ცენტრისადაც ჩვენი საამაყო ფოლკლორი ახალ თაობებს გადაეცემა, ვამთავრებთ მუზეუმის მშენებლობას და ჩვენი კულტურა, ისტორია ახალი სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  ადამიანზეა ორიენტირებული, პირველ რიგში  ჯანდაცვის სისტემაა, სადაც უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაა განხორციელებული. ამ რეფორმების სისწორე წლევანდელმა წელმაც დაადასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მედპერსონალს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იდგება კოვიდ-19-თან მებრძოლთა გვერდით მანამ, სანამ გლობალური პანდემია არ დამარცხდება, არ დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ქვეყანა ნორმალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პროცესს არ დაუბრუნდება.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებლო გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აკეთებს უპრეცენდეტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მისივე თქმით, ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, დაგეგმილია დაფინანსების გაზრდა მომავალ წლებშიც. ამას გარდა, იდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრ-ასტრუქტურაში, ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.

_ეს ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასებს პედაგოგებისთვის, ახალ სკოლებს, უნივერსიტეტებს, უფრო ხარისხიან და კონკურენტულ განათლებას თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში, რაც თავისთავად, უკვე ნიშნავს მეტ დასაქმებას, უფრო შემოსავლიან სამსახურებს და მეტ შემოსავალს თითოეულ ოჯახში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა გურიაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებაც და თქვა, რომ მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე წარმატებით მიიყვანს. მისივე თქმით, ახალი სამეწარმეო პოტენციალის მხარდაჭერა, ახალი, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც შეიძლება, მეტი ადამიანის დასაქმება იქნება „ქართული ოცნების” მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც. ამ კონტექსტში, კი, ყურადღება განსა-კუთრებით, ახალგაზრდებზე გამახვილდება.

შემდეგ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ შალვა რადიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებულ 200-მდე ოზურგეთელს  და სტუმრებს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარუდგინა.

_მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს პოლიტიკურ გუნდს_ „ქართულ ოცნებასამ ნდობისათვის.

ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩამინერგა ჩემი სოფლისა და კუთხის სიყვარული. სწორედ ამიტომ 17 წლის წინ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც ჩემი სიყვარული მათდამი ზრუნვაში გადამეყვანა.

მაშინ სულ სხვა დრო იყო. ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას დაფინანსებულიყო სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტები, ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების რესურსით ვახერხებდი ჩემი ხალხის პრობლემების მოგვარებას.

დღეს სულ სხვა რეალობაა. დავდივარ მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ყველგან თვალნათლივ ჩანს, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მე მჯერა, სახელისუფლებო გუნდი ერთად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არის რეგიონის მოსახლეობაში.

მინდა ნოდარ დუმბაძის სიტყვებით დავასრული: „სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.“

მჯერა, თქვენი თანადგომით, ჩვენს გუნდთან ერთად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის სვლას _განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 61
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…
  • 57
    რა შედეგს მოუტანს სოფელ ვაკიჯვარს „ნატანები 3 ჰესი“ და „ეკოს“ უარყოფითი პოზიციაგასული წლის 6 დეკემბერს, სოფელ ვაკიჯვარში, „ნატანები 3 ჰესის“მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე დაპირისპირის ფონზე გაიმართა. ამის გამო შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ და „გამა კონსტანტიგის“ წარმომადგენლებმა სკოპინგის ანგარიშის ბოლომდე წარდგენა ვერ შეძლეს. დღეს, სანდო წყარომ გაზეთ „ალიონის“რედაქციას აცნობა, რომ შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ მენეჯერი გიორგი მარგებაძე გურიის სამხარეო…
  • 57
    დაბა ლაითურის მოსახლეობას კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გადაადგილება შეეზღუდათ25 სექტემბრიდან დაბა ლაითურში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა ლაითურის ტერიტორიულ ერთეულში რეზო მესხიძეს და სთხოვა კომენტარი: _რამდენიმე დღის წინ დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში დადიოდა და გაკვეთილებს ატარებდა.…

არ გამოტოვოთ