ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო, რომელსაც საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, საიას, პარტიების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჩივრების განხილვას ესწრებოდნენ ეუთოს (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ბორნ ტედემანი და მაშუ პულსენი.
კომისიის სხდომაზე 10 საჩივარი განიხილეს, საიდანაც ერთი ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძეს, 5 ედპ-ს წარმომადგენელ მარინა ვასაძეს, 2-2 დამკვირვებელ ნინო კილაძეს და ხათუნა მკურნალიძეს ეკუთვნოდა.
9 საჩივარს, რომელიც ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, არ ახლდა შესაბამისი მტკიცებულებები. უმეტეს მათგანში, როგორც სხდომაზე აღინიშნა, დარღვევის არსი და მოთხოვნა არ იყო სწორად ფორმულირებული, რის გამოც კომისიამ საჩივრებში წარმოდგენილი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მე-11 საჩივარი ხარვეზის გამო არ განიხილეს.
კომისიამ დააკმაყოფილა ხათუნა მკურნალიძის მიერ წარმოდგენილ საჩივარი, რომელიც #24/60/52-ე უბანზე მომხდარ ფაქტს ეხებოდა. ამ საჩივრის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მოქალაქემ, რომელიც შეყვანილი იყო გადასატანი ყუთის სიაში, საარჩევნო უბანში მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, კედლის სიაშიც აღნიშნული იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა არ იყო შეტანილი სამაგიდე სიაში.
კომისიამ #24/60/52 უბნის კომისიის თავმჯდომარეს აღნიშნულის გამო შენიშვნა მისცა.
საჩივრების მორიგი განხილვა ხვალ გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 48
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 39
შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _ სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება. არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია, ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
- 38
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 33
28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…