დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს.

საკრებულოს სხდომის პირდაპირ ტრანსირებისას  გაზეთმა „ალიონმა“ შეკითხვა გაუგზავნა სხდომის მონაწილეებს, თუ როგორი იყო მათი პოზიცია ქ. ოზურგეთში, ექადიის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც წელს სახელმწიფომ 7 მილიონი ინვესტიცია განახორციელა ანასეულის წყალმომარაგებისთვის და ალუმინის ქარხნის შესაძლო აგების ადგილიდან 40 მეტრში წყალსაქაჩი სადგური აიგო,  ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით გზშ-ს განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ლოქდაუნის პირობებში, 28  იანვარს ონლაინ რეჟიმში აპირებს. ამ განხილვაში მოსახლეობის და საზოგადოების ჩართულობა ფაქტიურად არ იქნება. (ამ თემაზე იხ.ლინკიhttp://alion.ge/2020/12/%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a0/)

საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა ამ თემაზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

მათი აზრით, ამ პირობებში ორლაინ-განხილა არ უნდა შედგეს.

_ჩვენ,ყველა უნდა გავერთიანდეთ, ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას ასეთი საზიანო ქარხანა არ უნდა აიგოს. იმედია ვიქნებით ერთიანი, რომ  იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეექმნას. არ ვართ ახალი საწარმოს აგების წინააღმდეგი, მაგრამ ასეთი ქარხანა დასახლებულ ადგილრბიდან შორს უნდა აიგოს. _აღნიშნა დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.

_ ჩვენ ყველანი ერთსულოვანი ვიქნებით ამ საკითხის გადაწყვეტის დროს. თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას, მოქალაქეთა დასაქმებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ალუმინის ქარხნის აგების შემდეგ, რა მძიმე ზემოქმედება ექნება მავნე ელემენტებს; კარგად იცით ონკოლოგიური დაავადებების მხრივრა მდგომარეობაა გურიაში   და იგი ვერ მოგვიშორებია თავიდან და ქალაქში  ჯანმრთელობის დამაზიანებელი ახალი წყარო  არ უნდა შევუქმნათ.. პირველ რიგში  იქ მცხოვრებ მოქალაქეებს,_თქვა საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტის და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ.

_პროცესები მიდის.ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ეს შეხვედრა (28 იანვარს გზშ-ს განხილვა) უნდა გადაიდოს, რადგან სკოპინგის ანგარიშის განხილვა და სკრინინგი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად უკვე შედგა; გზშ-ს განხილვა  ბოლო ეტაპია, რომლის შემდეგ აშენდება ეს ქარხანა.  განხილვა უნდა შედგეს  ლოქდაუნის დასრულების შემდეგ  საშუალება უნდა მიეცეს მოსახლეობას, საზოგადოებას ჩართული იყოს ამ პროცესში.

საკრებულოს მიმართვაა გასაკეთებელი, რადგან ორლაინ-შეხვედრას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. სამინისტრო კვლავ მოსახლეობის აზრის უგულველყოფით განხილვის მე-3 ეტაპის გამართვას აპირებს,რაც ბოლო ეტაპია ქარხნის აგების ნებართვის გაცემის წინ, ამიტომ არ უნდა შედგეს ეს შეხვედრა ორლაინ-რეჟიმში,_განაცხადა არასამთავრობო საზოგადოება „ეკოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ლევან მგელაძემ.

_  ჩემი პოზიცია იქნება მკვეთრად უარყოფითი, თუ იგი არ იქნება შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. საკრებულომ  რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.ოფიციალური წერილი უნდა გაიგზავნოს მთავრობაში _თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ მხარი დაუჭირა დეპუტატების პოზიციას.სავარაუდოდ ისინი შესაბამისი წერილით, გზშ-ს განხილვის გადადების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავენ.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 54
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 43
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…
  • 43
    „სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა ახდენდნენ მოქალაქეთა უფლებების წართმევას“„უახლოეს მომავალში ქიმიური საწარმო, ოზურგეთის მოსახლეობა, ანასეულის წყალმომარაგება და მდინარეები. ფოტოზე ნათლად ხედავთ ექადიის ტერიტორიას, დასახლებებს , ხოლო ცისფერი ფერის შენობები ანასეულის წყალმომარაგებაა და ჭაბურღილები. შპს „არენსა მეთალი",პარტნიორი შპს „მანსაროვარი“უკვე მთავარ კორპუსებს ხურავენ და ემზადებიან. ჯერ ხომ ნებართვა წარმოებაზე არ გაუცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს? სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობით…
  • 41
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 40
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…