დღეს, ქ. ოზურგეთში, ზვანის სარაგბო მოედანზე ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „დევებს“ უმასპინძლეს. ეს მატჩი ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.
ოზურგეთელმა მორაგბეებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მეტოქე სასტიკად დაამარცხეს 98:0.
პირველი ლელო შეხვედრის მე-5 წუთზე ლაშა ხმელიძემ დადო. შემდეგ „დევებმა“ არწივების“ შეტევებს ვერ გაუძლეს და კიდევ 14 ლელო მიიღეს.
2-2 ლელო დადეს _გიორგი ბეჟანიძემ, მირზა შაინიძემ. თითო ლელო _ ნუკრი ფერსელიძემ, ლევან კოჩალიძემ, შოთა ცეცხლაძემ, ლექსო აბუსელიძემ, ლაშა ზაქრაძემ, მამუკა ჩანჩიბაძემ, ილია არობელიძემ, ზურაბ ჯონჯონაძემ.
კვლავაც თავი ისახელა ლევან ხუროშვილმა, რომელმაც ერთი ლელო დადო, 1 ჯარიმა და 10 გარდასახვა შეასრულა და 33 ქულა მოუტანა გუნდს.
„არწივებს“ ამ მოგების შემდეგ 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. პირველი ლიგის გათამაშებას სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ ლიდერობს _34 ქულა; 22 ქულა აქვს სამცხე-ჯავახეთის ტაოს“, თუმცა „არწივებს“ კიდევ 2 გამოტოვებული შეხვედრა აქვს გასამართი.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა ბონდო ღლონტმა გვითხრა, სამშაბათისთვის ეცოდინებათ, როდის გაიმართება სტეფანწმინდის ყაზბეგთან“ და ჭიათურასთან მატჩები.
მსგავსი სტატიები
- 42
დღეს, რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (პირველი ლიგა) მე-4 ტურის შეხვედრა ოზურგეთის „არწივებმა“ წყალტუბოს „დინოზავრებს“ უმასპინძლეს. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში „არწივებმა“ 36: 17 დაამარცხეს მეტოქე. როგორც გუნდის #15-მა ლევან ხუროშვილმა გვითხრა, ბიჭებს თამაში კარგად წაუვიდათ და ოზურგეთელებმა სამი ლელო დადეს. პირველი ლელო ლევანმა დადო, შემდეგ კი მირზა შაინიძემ და შოთა…
- 34
ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011…
- 32
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…