გურიის 25-ე ჩემპიონატი რეგიონის საჭადრაკო ცხოვრების ისტორიის ნაწილი გახდა. ის ამოცანა,რომ პანდემიის მძვინვარების პერიოდში ეს მნიშნელოვანი და ტრადიციული სპორტული ღონისძიება არ ჩავარდნილიყო, შესრულებულია და თანაც მშვიდობიანად და საინტერესოდ.  ჩემპიონის ვინაობა ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა. ლანჩხუთელმა ოსტატობის კანდიდატმა ტარიელ ხუხუნაიშვილმა, მართლაც დამსახურებულად მოიპოვა რეგიონის წლის საუკეთესო მოჭადრაკის სტატუსი. ბოლო დღეს გაირკვა მეორე და მესამე საპრიზო ადგილების ბედიც. გივი სიამაშვილმა, რომელმაც წინა დღეს, მისი გაჩემპიონებისთვის საჭირო ქულა ვერ აიღო, ვიცე- ჩემპიონობას, უკვე მეორედ დაყაბულდა, რისთვისაც ბოლო ტურში გაკეთებული ყაიმიც საკმარისი აღმოჩნდა. მესამე საპრიზო ადგილი გურიის ორგზის ჩემპიონმა დავით ცეცხლაძემ აიღო. მართალია იგი გივისთან ერთად თანაბარი ქულით მივიდა ფინიშზე, მაგრამ ბერგერის კოეფიციენტი ნაკლები აღმოაჩნდა. თუმცა დებულების თანახმად, მეორე-მესამე ადგილებისათვის დაწესებულ ფულად პრიზებს თანაბრად გაიყოფენ. საპრიზო ადგილს ნახევარი ქულით ჩამორჩა გურიის ორგზის ჩემპიონი გიორგი გოგოლაური, რომელიც ჩემპიონატის წინ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. მან ხომ ერთი თვით ადრე დამაჯერებლად მოიგო ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი. მაგრამ დასაწყისში დაკარგული ქულის შემდეგ თავისი თამაში ვერ მონახა და შედეგიც მოკრძალებული გამოუვიდა.

საპრიზო ადგილზე გასვლის პრეტენზიით ჩაერთო თამაშში გურიის 3-გზის ჩემპიონი ნუგზარ გვარჯალაძე, მაგრამ მიუხედავად ჩვეული მონდომებისა, საჭირო შედეგი ვერ აჩვენა. დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს ჩოხატაურის წარმომადგენელთა- კარლო ცხომელიძის, ლუკა ქორიძის და ზურაბ დავითულიანის თამაში. თუმცა აშკარად დაეტყო მათ, რომ ჩემპიონატში მამის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ჩაერთო გურიის ოთხგზის (მ.შ.გასული წლის) ჩემპიონი გივი ქორიძე.

ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. გამარჯვებულები გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე ზურაბ ანდღულაძემ დააჯილდოვა. ჩემპიონატის მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა ერთმანეთს კარს მომდგარი ახალი წელი ტრადიციული წესით მიულოცეს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 42
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 36
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 31
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…
  • 30
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 30
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…