დღეს, ქ. ოზურგეთში, იუსტიციის სახლის წინ ჟურნალისტებთან ხმაურიანი განცხადება გააკეთა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მამალაძემ.
_ უპრეცედენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ. 30 წლის განმავლობაში პირველად ამომრჩეველმა იზრუნა იმისათვის, რომ საკუთარი ხმა დაიცვას და ამისთვის მიმართა პროკურატურას.
ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის ცხემლისხიდის #50 საარჩევნო უბანზე ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის 70-მდე ხმა გახლდათ არჩევნების დღეს დაფიქსირებული, რასაც მოწმეები ამბობენ და ეს ციფრი ქურდულად მოიპარეს. _ახლა ჯერი ოზურგეთის პროკურატურაზეა.
ჩვენ მივმართავთ ოზურგეთის პროკურატურას, სანამ გვიანი არ არის, გამოიკვლიონ აღნიშნული საქმე და აღძრან სისხლის სამარ₾ის საქმე, დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ კრიმინალებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, ვინც გაყიდა არჩევნები _განაცხადა დავით მამალაძემ.
გაზეთ „ალიონთან“ საუბარში სარჩელზე ხელმოწერა დაადასტურეს ცხემლისხიდელებმა ეკა ელიაძემ, რუსუდან ქილიფთარმა, მარინა გოგეშვილმა და მიხეილ ჯინჭარაძემ.
_დათოს მეზობლები ვართ. ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ხმა მივეცი ლეიბორისტულ პარტიას და ახლა ვკითხულობ, სადაა ჩემი ხმა? _გვითხრა რუსუდან ქილიფთარმა.
_მე დამკვირვებელი ვიყავი „ევროპული საქართველოდან“ მაგ უბანზე და ხმების დათვლისას ვხედავდი ლეიბორისტული პარტიის ხმები ამოდიოდა. _განაცხადა ნუგზარ ძიძიშვილმა.
ინფორმაციისათვის: ამ საარჩევნო უბანზე ლეიბორისტულ პარტიას ოფიციალურად 0 ხმა დაუფიქსირდა.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 58
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 56
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 47
    მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული გლობალური პრობლემა ძალადობაა ქალების და ბავშვების მიმართ.პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“-  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…
  • 46
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…