გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, გაზეთ „ალიონის“ შეკითხვაზე ოზურგეთში ალუმინის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის გზშ-ს განხილვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ლოქდაუნის პირობებში, 28 იანვარს აქვს ჩანიშნული საკრებულოს წევრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია გამოვიდა, რომელმაც ოზურგეთში ონკოლოგიურ დაავადებების გაზრდის საფრთხეებზე გააკეთა აქცენტი.  ჩვენ მას ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

_მივესალმებით ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებას მუნიციპალიტეტში, მაგრამ არა ისეთის, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეკოსისტემაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. მოგეხსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სტატისტიკურად ლიდერობს ონკოლოგიური დიაგნოზის მაჩვენებლებით საქართველოში და  წარმოუდგენლად მაღალია ტყვიიის შემცველობა პატარა ბავშვებშიც კი.  როცა ვზრუნავთ, ვფიქრობთ, გამოსავალს ვეძებთ შექმნილი ვითარებიდან, ვქმნით მუნიციპალურ პროგრამებს კიბოს ლოკალიზაციისათვის, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისათვის, სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისათვის და ამისათვის ვხარჯავთ სოლიდურ თანხებს, თვალის დახუჭვა წარმოდგენილ პროექტზე დანაშაულის ტოლფასია. არ სჭირდება დიდი ალქიმიკოსობა, განვსაზღვროთ თანამდევი საფრთხეები გამოფრქვეული მავნე აირების, ტყვიის ოქსიდების, ნარჩენების გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური წყლების და უამრავი სახვა სახიფათო ნარჩენის სახით. დარწმუნებული ვარ, პროექტში ყველაფერი კარგადაა გაწერილი, თუმცა მერე ავიწყდებათ მისი დაცვა და განხორციელება. ამის მრავალმხრივი გამოცდილება გვაქვს.

ამ საკითხს სჭირდება სერიოზული მიდგომა. აუცილებელია პროექტი განხორციელდეს საპროექტო ტერიტორიის დასახლებული ზონიდან დაცილების, მისასვლელი გზების, მდინარის, წყალმომარაგების და ელექტრომომარაგების სისტემების სიახლოვის და მოცემულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გათვალისწინებით. -უთხრა გაზეთ „ალიონს“ ლელა საჯაიამ.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 58
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 53
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 45
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…
  • 44
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…