დღეს, დილის გადაცემაში ტელეიმeდმა დასვა შეკითხვა: რის სიმბოლოა ჩიჩილაკზე ჩამოკიდული ბროწეული? რომც არ მცოდნოდა, არ იყო ძნელი გამოსაცნობი, პასუხის გაყვითლებას არ დაველოდე და საახალწლოდ სხვადასხვა საქონლით გაძეძგილ ოზურგეთის ბაზრისკენ გავწიე. მივდექი, მოვდექი, მივიკითხე, მოვიკითხე, გავიჭიტინე, გამოვიჭიტინე, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ბროწეულჩამოკიდებული ჩიჩილაკი ვერსად ვნახე.
მეც კაი ტიპი ვარ, სამლარიან ჩიჩილაკზე რომელი ჭკუათმყოფელი მეჩიჩილაკე ჩამოკიდებს ექვსლარიან ბროწეულს?! უჩიჩილაკოდ სახლში ვერ დავბრუნდებოდი. სხვა რა გზა იყო, კურკანტელიანს დავყაბულდი.
იმის მოლოდინით, შვილიშვილებს გავახარებდი, ხუთი სართული სულმოუთქმელად ავირბინე და ზარიც არ მიმიცია, ისე შევაბიჯე ბინაში.
_ ამას ნაყოფებიანი სუროც უნდა ხლებოდა, ალბათ, შაშვმა შეგიჭამა გზაში, _ მართალია, გამიღიმა, მაგრამ უფრო ყბა მომიქცია რძალმა.

თემურ მარშანიშვილი

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 35
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 35
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…