სიკეთე მადლია, კეთილი საქმე – დალოცვილი. დალოცვა წყალობაა ადამიანთა გულებისკენ მიმართული, მათივე გულებიდან წამოსული და, რაც მეტია ლოცვა და დალოცვა, მით მეტია სითბო, რომელსაც გასცემ და იღებ თავადაც.

ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საოცარი ემოცია ახლდა სოფლის ორღობეს აყოლილი გზის მგზავრებს. მგზავრები კი ოზურგეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, ლაშა კუტალაძე, მსახიობები: ფიფქია (ელენე კვარაცხელია) და „სანტა კლაუსი“(გურამ კეკელიძე) გახლდნენ.

„ადრეც ვატარებდით საქველმოქმედო აქციებს, როგორც სპექტაკლების ჩვენებით, ისე ოჯახთა დახმარებით. წელს უკვე მერვე ოჯახში მივდივართ. მიუხედავად იმისა, არ გვაქვს მაღალი ხელფასები, ვახერხებთ ადამიანთა გულის გახარებას. ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს ვეხმარებით, საოცარია თითოეული მათგანის სიხარულის გაზიარება. მარტო მთავრობა ვერ შესძლებს ყველა პრობლემის გადაჭრას, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა მთავარი, ყველამ  თავისი საქმე უნდა აკეთოს და, რაც მთავარია, აკეთოს სიკეთე“_  გვითხრა ბატონმა ლაშამ.

ისინი, სოფელ ცხემლისხიდში, ერთ -ერთ, მრავალშვილიან, მიხეილ ჯინჭარაძის ოჯახს სტუმრობდნენ, სადაც მათ მასპინძელთაგან, ყველაზე უფროსი 14 წლის, ყველაზე უმცროსი კი 8 თვისაა: ვიკა, ანი, მარიამი, დემეტრე.

თვალებგაბრწყინებულნი მიეგებნენ ბავშვები ტკბილეულით, სურსათ-სანოვაგით და სხვა  საჩუქრებით დატვირთულ  ფიფქიასა და „სანტა კლაუსს“. ხელმარჯვე სტუმრებმა, შამპანურიც გააჩინეს და წინასწარ მიულოცეს  დამდეგი ახალი წელი. თანდათან გათამამდნენ პატარა მასპინძლები, კარგად ვსწავლობთო, ნამცხვრების ცხობაში ვეხმარებითო დედას _ ჟღურტულებდნენ საამურად.

მადლიერებას და სიხარულს ემძლავრა, ოჯახის უფროსი წევრის, 80 წელს მიტანებული ქალბატინი ნაზის სევდიან თვალებში, რომელსაც ორიოდ თვეა მეუღლე გარდაცვლია.

_მართალია ჭირს ცხოვრება, ადრე ვმუშაობდი, ახლა ვეღარ ვახერხებ, ბავშვებს ბევრი დრო სჭირდებათ, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მდიდარი ვარ, როცა ამათ ვუყურებ, _ღიმილით გვითხრა პატარების დედამ, ქალბატონმა თამარმა.

მალე ახალი წელი შემობრძანდება, ესტუმრება ჟინჭარაძეების ოჯახსაც, რომელთაც კეთილმა მეკვლეებმა, თავიანთი გულუხვი ქველმოქმედებითა და თეატრალიზებული ჩვენებით, წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს ოჯახს.  წამოსვლისას კიდევ ერთი სასიამოვნო დაპირება ბატონი ლაშასგან. მან სპექტაკლების დაწყების შემდეგ,ბავშვები უფასო ჩვენებებზე მიიპატიჟა.

_როცა ოჯახებში მივდივართ, ასე მგონია ჩვენი ოჯახის წევრებს ვუკეთებთ სიკეთეს, და ეს ძალიან გვახარებს _ აღნიშნა ფიფქია ელენემ.

ასე გასრულდა ეს ლამაზი შეხვდრა, ახლის მოლოდინით. ღირდა ეს სიკეთე ამ სიხარულად.

ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 85
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 82
    სრულიად საქართველოს, შემოქმედის ეპარქიაში მცხოვრებ თუ საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფთ, ვულოცავ ნათლიღების ბრწყინვალე დღეს.უფალი ბრძანებს: ვინც არ დაიბადოს მეორედ და არ მოინათლოს წყლისგან, სულისგან და ცეცხლისგან, ვერა იხილოს სასუფეველი ცათაი. წყლისგან ნათლობა ეს არის, როდესაც ადამიანი სამჯერ შთაიფლობა წყალში მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ამ დროს მას ეპატიება ყველა პირადი ცოდვა მის მიერ ჩადენილი და რაც მთავარია, მემკვიდრეობით გადმოსული ცოდვებიც კი. ის ხდება…
  • 69
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 64
    გაზეთი „ალიონი“ 90 წლისაადღეს 90 წელი შესრულდა საქართველოში ერთ-ერთი ძველი  გაზეთის დაარსებიდან. გურიის რეგიონში 1918-1921 წლებში გამოდიოდა გაზეთი „გურიის ხმა“, ხოლო 1931 წელს დაარსდა რაიონული გაზეთი (1962-65 წლებში რეგიონული გაზეთი). მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ყველა ის ჟურნალისტი, რომლებიც ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ ოზურგეთის და გურიის ისტორიას: თამაზ სალუქვაძე, აფთონ გურგენიძე, ვახტანგ ჯაყელი, ამბროსი სალუქვაძე,…
  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…