ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად,   ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511 853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. დოკუმენტაციას შეჯამების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასცემს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანო კი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა მართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის, პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისათვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკომ უზრუნველყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი არის უმნიშვნელოვანესი, მათი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უპირველესი და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ  სხვადასხვა ასპექტებით გამოწვეულ დაძაბულ გარემოში, ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით და რაც მთლიანობაში წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

პარტიის (ბლოკის) დასახელება  

მიღებული ხმების რაოდენობა

 

%

 

მიღებული მანდატების რაოდენობა

2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 72 986 3.79% 5
5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” 523 127 27.18% 36
8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 60 480 3.14% 4
10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 19 314 1.00% 1
24 „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 25 508 1.33% 2
27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 60 671 3.15% 4
36 „გირჩი“ 55 598 2.89% 4
41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 928 004 48.22% 60
56 „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ 60 712 3.15% 4

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 68
    გიორგი სიორიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 60
    საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფსსაარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის  31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ…
  • 59
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 54
    ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა…