დღეს, ქ. ოზურგეთში, ზვანის სარაგბო მოედანზე ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „დევებს“ უმასპინძლეს. ეს მატჩი ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.

ოზურგეთელმა მორაგბეებმა დიდი მონდომებით ითამაშეს და მეტოქე სასტიკად დაამარცხეს 98:0.

პირველი ლელო შეხვედრის მე-5 წუთზე ლაშა ხმელიძემ დადო. შემდეგ „დევებმა“ არწივების“ შეტევებს ვერ გაუძლეს და კიდევ 14 ლელო მიიღეს.

2-2 ლელო დადეს _გიორგი ბეჟანიძემ, მირზა შაინიძემ. თითო ლელო _ ნუკრი ფერსელიძემ, ლევან კოჩალიძემ, შოთა ცეცხლაძემ, ლექსო აბუსელიძემ, ლაშა ზაქრაძემ, მამუკა ჩანჩიბაძემ, ილია არობელიძემ, ზურაბ ჯონჯონაძემ.

კვლავაც თავი ისახელა ლევან ხუროშვილმა, რომელმაც ერთი ლელო დადო, 1 ჯარიმა და 10 გარდასახვა შეასრულა და 33 ქულა მოუტანა გუნდს.

„არწივებს“ ამ მოგების შემდეგ 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე  იმყოფება. პირველი ლიგის გათამაშებას სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ ლიდერობს _34 ქულა; 22 ქულა აქვს სამცხე-ჯავახეთის ტაოს“, თუმცა „არწივებს“ კიდევ 2 გამოტოვებული შეხვედრა აქვს გასამართი.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა ბონდო ღლონტმა გვითხრა, სამშაბათისთვის ეცოდინებათ, როდის გაიმართება სტეფანწმინდის ყაზბეგთან“ და ჭიათურასთან  მატჩები.

მსგავსი სტატიები

  • 50
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 42
    ლევან ხუროშვილმა  ოზურგეთის „არწივებს“ 26 ქულა შესძინადღეს, რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (პირველი ლიგა) მე-4 ტურის შეხვედრა ოზურგეთის „არწივებმა“ წყალტუბოს „დინოზავრებს“ უმასპინძლეს. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში „არწივებმა“ 36: 17 დაამარცხეს მეტოქე. როგორც გუნდის #15-მა ლევან ხუროშვილმა გვითხრა, ბიჭებს თამაში კარგად წაუვიდათ და ოზურგეთელებმა სამი ლელო დადეს. პირველი ლელო ლევანმა დადო, შემდეგ კი მირზა შაინიძემ და შოთა…
  • 41
    „არწივებმა“ „ხვამლს“ სძლიესდღეს,  საქართველოს პირველობაზე რაგბიში  პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გუნდებს შორის  გათამაშების მესამე ტურში . ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლა. ოზურგეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ამ მატჩში და სტუმრები 25:19 დაამარცხეს. ოზურგეთელთაგან გოჩა ჯიქიამ  ორი ლელო დადო; თითო ლელო  შოთა ცეცხლაძის  და დათო ჩაუჩიძის ანგარიშზეა. ერთი ჯარიმა დაარტყა წარმატებით და ასევე ერთი გარდასახვა…
  • 40
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 39
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…

არ გამოტოვოთ