ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად,   ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511 853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. დოკუმენტაციას შეჯამების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასცემს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანო კი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა მართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის, პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისათვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკომ უზრუნველყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი არის უმნიშვნელოვანესი, მათი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უპირველესი და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ  სხვადასხვა ასპექტებით გამოწვეულ დაძაბულ გარემოში, ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით და რაც მთლიანობაში წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

პარტიის (ბლოკის) დასახელება  

მიღებული ხმების რაოდენობა

 

%

 

მიღებული მანდატების რაოდენობა

2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 72 986 3.79% 5
5 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” 523 127 27.18% 36
8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 60 480 3.14% 4
10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 19 314 1.00% 1
24 „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 25 508 1.33% 2
27 ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” 60 671 3.15% 4
36 „გირჩი“ 55 598 2.89% 4
41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 928 004 48.22% 60
56 „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ 60 712 3.15% 4

რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“.

მსგავსი სტატიები

  • 77
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 68
    გიორგი სიორიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…
  • 68
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…