„გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”-მ დააფიქსირა კარიერული წარმოება მდინარე სუფსაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ქვემო აკეთის ტერიტორიაზე (ნაგომრის გზიდან აქვს ამ კარიერს ჩასასვლელი). ლიცენზიის მფლობელია შპს “გზამშენი”, ლიცენზიის N 1004295 რომლის წარმოებაც ერთი წლის წინ შევაჩერეთ.

ლიცენზიის მფლობელმა გაუფორმა ვითომ ხელშეკრულება შპს „ვექტორს,“რომელმაც უნდა მოიპოვოს 7 ათასი კბმ ბალასტი და შეაქვს გორაბერეჟოულის სატეხზე.

ძლივს მივაღწიეთ კარიერამდე..გამოვიძახეთ გარემოს დაცვის სამსახური, შევაჩერეთ წარმოება დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია არაა იურიდიული დოკუმენტი რომელიც წიაღის მოპოვების უფლებას მისცემს შპს `ვექტორს”. მივეცით ორი დღის ვადა და თუ დოკუმენტაციის სრულ პაკეტს არ წარმოგვიდგენენ წარმოებას შევაჩერებთ, როგორც არაკანონიერ ქმედებას.

ბატ.მეგრელაძეს, ლიცენზიის მფლობელს ჰგონია რომ გაგვაცურებს?

წიაღის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვის დეპარტამენტი თქვენ ხართ ის ინსტანციები რომლებიც კომპანიებს აძლევს უფლებას ჩაიდინოს ვანდალიზმი გარემოში. ვინ როგორ იპოვებს და რა ზიანი ადგება გარემოს არც კი გადარდებთ. სისტემაა შესაცვლელი და აუცილებლად მოგეკითხებათ ამისთვის!.“_ეს ინფორმაცია გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ფეისბუქგვერდზე  გამოაქვეყნა.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 33
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 32
    რატომ ართმევენ ხალხს, ჯერ გაყიდულ, შემდეგ უკან დაბრუნებულ მიწებს..ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011…
  • 30
    კაიაკინგი ოზურგეთში შესაძლოა წარსულს ჩაბარდესცოტა ოზურგეთულად თუ არ მიეხედა ამ საქმეს, რომელიც უკვე ოზურგეთული ბრენდია, სპორტის ეს ექსტრემალური სახეობა _ კაიაკინგი, ოზურგეთში საბოლოოდ გულს დახურავს. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 ოქტომბრის სხდომაზე ითქვა. საკრებულომ ამ სხდომაზე მეტად გადატვირთული დღის წესრიგი წარმოადგინა. 17 განსახილველი თემიდან დეპუტატებისა და დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საკითხმა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…