28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“.
ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით, პროექტი ვისია? შპს „არერსა მეთალისა“, რომლის პარტნიორია ინდური ფირმა „მანსაროვარი“. ეს ის „მანსაროვარია“, რომელსაც დღემდე პასუხი არ გაუცია ოზურგეთელთა მრავალ მტკივ-ნეულ კითხვაზე.
საოცარია, პარადოქსულია!!! საერთოდ, რატომ უნდა და-მდგარიყო დღის წესრიგში ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ოზურგეთის საზოგადოებამ 2016 წელს რამდენიმეწლიანი დავა დაასრულა შპს „მანსაროვარსა“ და „ჯეოგადამამუშავებელთან“ და ოზურგეთელი მოქალაქეების მიერ გამოხატული პროტესტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომითა და ჩვენი გაზეთის ჩართულობით, შესაძლებელი გახდა, ოზურ-გეთში არ აგებულიყო მეორადი ტყვიის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო.
დავიჯეროთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, ან ხსენებულ სამინისტროში არის ვინმე ისეთი, ვინაც არ იცის, რა ზიანი მოუტანა ოზურგეთს, მის მოსახლეობას „მანსაროვარის“ მიერ ტყვიის კუსტარულმა წარმოებამ?! თვალი გაახილეთ, ყოფილი მანქანათმ-შენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ დღესაც ჰყრია დაშლილი აკუმულატორებისა და გადანამუშავები მასალების ნარჩენები, რითაც კვლავ ბინძურდება ჰაერი და მდინარე აჭისწყალი.
არ ვამბობთ იმას, რომ პირდაპირ ამ საქმიანობის შედეგია, მაგრამ, ბუნების დამცველი ორგანიზაცია „ორქისის“ კვლევით, საქართველოში მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალია; ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკვლევებით კი, მოსწავლეთა არც თუ ისე მცირე რაოდენობას ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის ტყვია აღმოაჩნდა.
თუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროექტს „მწვანე შუქს“ მისცემს, ოზურგეთი და ოზურგეთელები, დიდი ალბათობით, იმ ადამიანის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _ დახვრეტას
ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან.
ვერაფერი შეღავათია ის, რომ ტყვიას ალუმინით ჩაანაცვლებენ და ამას ახალ ტექნოლოგიურ პროგრესად შემოგვასაღებენ.
დავუშვათ, მედია ვართ და ვაჭარბებთ, ვტენდენციურობთ, სენსაციისკენ ვიხრებით, მაგრამ მეცნიერებს მაინც მოუსმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ოზურგეთში ალუმინის ქარხნის შესაძლო მშენებლობის საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ:
გიორგი მუხაშავრია _ ინჟინერ-გამომგონებელი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ჩაის გადა-მამუშავებელი მანქანათმშენებლობის ქარხნის გაყიდვა დიდი შეცდომა იყო, გამოდის წინადადებით, სახელმწიფომ გამოისყიდოს იგი და მასში გა-კეთდეს საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს:
სამწუხაროა, რომ ჩაის ტექნოლოგიური დანადგარებისთვის გა-თვალისწინებული ეს პერსპექტიული ქარხანა, რომელსაც სერიოზული საინჟინრო პოტენციალი ჰყავდა, გა-იყიდა, უცხოელებს გადაეცა. დღეს მის ბაზაზე ჩვენი კუთხისა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი ხდება, პირიქით, როგორც გავიგე, ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოს აგებას აპირებენ, მანამდე, რამდენადაც ვიცი, ძველი აკუმულატორებიდან ტყვიას ადნობდნენ. მოკლედ, ძალიან არასასურველი და ეკოლ-ოგიურად საშიში სიტუაცია იქმნება. თავის დროზე ამ ქარხნის გაყიდვა და უცხოელებისთვის გადაცემა დიდ შეცდომა იყო. ახლა ყველაზე უპრიანი იქნება, სახელმწიფომ გამოისყიდოს იგი და მასში გაკეთდეს საწარმო, რომელიც ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს. მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელს, ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოსახლეობას, ვისაც ტკივა ოზურგეთი, ვისაც უყვარს ჩვენი კუთხე, ჩვენი ქვეყანა, გავერთიანდეთ და არ დავუშვათ აქ ასეთი ქარხნის მშენებლობა, რითაც თავიდ-ან ავიშორებთ ჩვენი ქალ-აქისა და მიმდებარე სოფლების ეკოლოგიურად დაბინურების რეალურ საშიშროებას“.
სოსო ჯაყელი _ ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ამბობს, რომ თუ ალუმინის გადამუშავებასაც ისე აპირებენ, როგორც აკუმულატორებიდან ტყვიას ამუშავებდნენ, ჩათვალეთ, ასასახლებელ ზონაში ვიქნებით:
პირველი შეკითხვები, რაც გამიჩნდა ამ საკითხზე ეს იყო: რატომ მაინცა და მაინც ოზურგეთი? მადანია სადმე, ან რაიმე გამოცდილება გვაქვს? ან იქნებ ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული ადგილია?
ქიმიისა მეტ-ნაკლებად ყველას გაგვეგება. მეტალურგები არ ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ყველა მეტალურგიული წარმოება, მითუმეტეს ფერადი ლითონებისა, არის ეკო-ლოგიური საფრთხის შემცველი.
სხვადასხვა წყაროებში ამოვიკ-ითხე, რომ დღევანდელ მსოფლიოში ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად დღეღამეში დაახლოებით 50 მილიგრამი ალუმინი აღწევს, მაგრამ რადგან ეს მეტალი ინერტულია, ადვილად არ შედის რეაქც-იებში, ასევე არ არის მაგნიტური თვისების, ადამიანიდან გამოიყოფა უმტკივნეულოდ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალუმინის წარმოება ადვილია, პირიქით, ძალიან რთულია და დიდ რისკის შემცველი. ახლა რაში გამოიხატება ეს სირთულე: ჯერ, პირველ რიგში, ის არის გასარკვევვი, რა მასალა მოაქვთ გადასამუშავებლად, კონცენტრატი თუ თიხა-მიწა. ალუმინს ღებულობენ მხოლოდ ელექტროლიტური მეთო-დით, ანუ ელექტროლიზით, რაც ელექტორენერგიის უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს, ყოველდღიურად დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ერთი საშუალო დასახლების ქალაქი მოიხმარს.
დედამიწის ქერქში ალუმინი დაახლოებით 8 პროცენტითაა წარმოდგენილი და მისი მოპოვება ძა-ლიან რთულია. მას ვერ მოიპოვებ ისე, როგორც ოქროსა და სპილენძს. დავუშვათ, იყოს სადმე საბადო, ბოქსიტებია მისი ნედლეულის წყარო, რომელიც თიხა-მიწაშია შერეული. ამ თიხა-მიწებს იღებენ და მოაქვთ ქარხანაში, სადაც ხდება მისი გამდიდრება. ელექტროლიზი, მოგე-ხსენებათ, ძალიან მჭიდრო კავშირშია ჟანგბადთან, ძალიან უყვარს ჟანგბადი. ალუმინის ოქსიდი რომ დაშალონ ატომებად, ცალკე წავიდეს ჟანგბადი და ცალკე სუფთა ალუმინი, ამას სწორედ ელექტროლიზი სჭირდება. აი, ზუსტად მაქაა ის მძიმე ეკოლოგიური სიტუაციისთვის საფრთხის შემცველი ნივთიერებები, პირველ რი-გში, ეს არის არაორგანული მტვერი. მეორე, ესაა ფტორ-წყალბადმჟავები და ფტორშენაერთები, რომლებიც ელექტროლიზის დროს გამოიყოფა, ასევე თვით ალუმინის ოქსიდიც.
დავინტერესდი ამ საკითხით და ინტერნეტში მოვიკვლიე შესაბამისი ინფორმაციები. ყაზახეთში, პავლ-ოდარში ყოფილა ალუმინის მწარმოებელი ძალიან დიდი ქარხანა, 200 ათას ტონას უშვებს წელიწადში, მაგრამ გამწმენდი ტექნიკა აქვთ საერთაშორისო დონისა, ციფრულ ტექნოლოგიებზე აგებული.
ჯერ ერთი, დასახლებულ პუნქტებში ალუმინის ქარხანას არავინ აშენებს არც რუსეთში, არც შუა აზიის ქვეყნებში, არც სხვაგან. ჩვენთან თუ აპირებენ, უნდა დაასაბუთონ როგორ და რა საერთაშორისო სტანდარტებით აპირებენ გაწმენდას. იმ საერთაშორისო სტანდარტებითაც კი, რომელიც საუკეთესოდ ითვლება, ასპროცენტიანი თავდაცვა გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ ნედლეულია ტოქსიკური, ასევე მომწამველია ელექტროლიზის შედეგად მიღებული ნარჩენები. აქ ფლოტაცია ხდება ნივთიერებებისა. მერე ის უნდა გადაიღვაროს და თავიდან შეივსოს. სად და როგორ უნდა გაიწმინდოს ფილტრები?, აქ არის დიოდები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოდის წყობიდან, როდესაც მათზე ილექება ალუმინი. მათ გამოცვლას, უტილიზაციას. სად აპირებენ?
მაგალითი გვაქვს შესანიშნავი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც 70 წელზე მეტია არსებობს და დესაც უამრავი პრობლემა აქვს გარემოს დაბინძურებისა.
დავუბრუნდეთ საკითხს. გააჩნია რა მასშტაბისას აპირებენ, იმიტომ, რომ მერე ეს გამწმენდი საშუალებები ისეთი სიამოვნებაა, გამორიცხული არ არის წარმოებაზე ძვირი დაჯდეს. სადღაც უნდა მოეწყოს სალექარები, მოხდეს რეაქტივაცია ამ ელექტროლიზის შემცველი ე. წ. „აბაზანებისა“ და ა. შ.
ახლა რას იწვევს ეს ტოქსიკური ნივთიერებები? _ სპეციალურად ამოვიწერე:
რიოლიტი, რომელიც ელექტროლიზისას წარმოიქმნება, განსაკუთრებით ვნებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, ძვალს, რბილ ქსოვილებს, იწვევს რესპირატორულ დაავადებებს, მაგალითად, ასთმას. რომ გამოიყენებენ, მერე სად აპირებენ ამის უტილიზაციას? ალუმინის გადამუშავებასაც ისე თუ აპირებენ, როგორ აკუმულატორებიდან ტყვიას ამუ-შავებდნენ, ჩათვალეთ, რომ ასასახლებელ ზონაში ვიქნებით“ 
ალუმინის ფტორიდი _ უმძიმესი ტოქსიკური ნივთიერება, ესეც, კრიოლიტთან ერთად, იწვევს იმ უამრავ დაავადებას.
მაღალი ტოქსიკურობა ახასიათებს ასევე კალციუმის დიფტორიდს, ლითიუმის ფტორიდში და ა. შ.
მოკლედ, პროდუქტი უვნებელია, მაგრამ საბოლოო პროდუქტამდე მისვლა არის რთული და საშიში ტექნოლოგიური პროცესი.
ან ვინ უნდა გააკონტროლოს, დავუშვათ, მაგათი წარმოების ციკლი? რა, მელიასა და კუდის არ იყოს, თავისივე მაკონტროლებელს დააჯენენ ლაბორატორიაში? რამდენადაც ვიცი, ოზურგეთში არ არის ლიცენზი-რებული ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი ანარჩენების შემოწმების უფლება აქვს.
კუსტარულად და მეგობრულად ყველას შეუძლია განსაზღვროს, აქ სპექტრომეტრიც არსებობს და ატომური ადსორბციომეტრიც, მაგრამ მე დასკვნების გაცემის უფლებაზე გეუნებით.
ძალიან უცნაური და გასაკვირია: თუ ეს ხალხი აქედან იმისთვის წავიდა, რომ ცუდად მუშაობდნენ, არ ჰქონდათ არანაირი გამწმენდი საშუალება განსაკუთრებით ისეთი მძიმე მეტალისთვის, როგორიც ტყვიაა, რომელიც ილექება პირდაპირ ადამიანის ღვიძლში და იქედან მისი გამოდევნა არ ხდება, ახლა იგივე ხალხი ალუმინის გადამუშავებასაც აპირებს?! რა გარანტია გვაქვს, რომ იმავე მეთოდით არ გააკეთებს? უბრალოდ რეცხავდნენ გამდინარე წყლით. მერე, ადგილების მეტი რა არის საქართველოში, რომ წყალსადენებიდან, სავარგულებიდან და მოსახლეობიდან მოშორებით გაკეთდეს ასეთი საწარმო.
ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ ოზურგეთი არის სიმსივნური დაავადებების მაღალი გავრცელების კერა. და რატომ არის _ ესეც მახსოვს. ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებას უკავშირდება, როდესაც მოხდა რადიაქტიური სიჭრელე და განბნევა. ერთ-ერთი მძიმე რეგიონი ჩვენ აღმოვჩნდით. მთის წინა რელიეფმა შეიკავა ეს ღრუბელი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ დამალა, თორემ ასახლების ზონაში ვიყავით. ჩვენი მეცნიერი, აწ გარდაცვლილი იური შუვალოვი სწავლობდა რადიაციულ მდგომარეობას და ფონს, მან თქვა მაშინ, რომ დახურული წერილები მოდიოდა… ვერ გარისკეს ამდენი მოსახლეობის ასახლება. ამიტომაა ალბათ, ასე ხშირი კიბოთი დაავადებების შემთხვევები, თორემ ჩვენთან სხვა არანაირი წარმოებაა არ არის სიმსივმის ასეთი მაღალი პროცენტით.~
ვალერიან ცანავა _ ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე, აკადემიკოსი, აგროქიმიკოსი, ნიადაგთმცოდნე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა ყოველთვის დაკავშირებულია მავნე გავლენების საფრთხესთან, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ალუმინს. მიდგომა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან მისი წარმოება არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყ-ოფითი გავლენის მატარებელი.:
„სანამ დეტალურად არ გავიგებთ, ზუსტად რა ანარჩენები მოდის, ამ ანარჩენებში რამდენი რა ხსნადობის ელემენტია, როგორია მათი ხსნადობა, ძნელია, დავთანხმდეთ იმაზე, რომ ეს არ არის გარემოს დამაბინძურებელი. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ნი-ადაგს არ ეხება, პრობლემურია უპირველესად ჰაერი და წყალი, მერე შეიძლება ილაპარაკო ნიადაგზე, დავუშვათ, მცენარისთვის რამდენად საშიში იქნება მასში მომხდარი ცვლილებები. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს აქსიომაა მათთვის ვინც სწავლობს ამ საკითხს, ვინც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს.
ქიმიური ნივთიერებების მუდმივმა ზემოქმედებამ ადამიანზე, ცხოველებსა და მცენარეებზე აუცილებელი გახადა ქიმიურ პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილება და სტრატეგიის დამუშავება. ცნობილია, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობა (ხაზს ვუსვამთ) ყოველთვის დაკავშირებულია მავნე გავლენების საფრთხესთან, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ალუმინს. მიდგომა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან მისი წარმოება არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მატარებელი. ასეთი  საწარმოების მუშაობის ზონებში მაღალია ეკოლოგიურად დამოკიდებული დაავადებების შემთხვევები.
აღნიშნულ საკითხზე ობიექტური მსჯელობა და კონკრეტულ ღონისძიებებზე საუბარი მაშინ შეიძლება, როდესაც ცნობილი იქნება:

1) რა სახის ანარჩენებით და რა ტექნოლოგიით განხორციელდება წარმოების პროცესი;

2) რამდენად უსა-რთხო და დაცულია ჰაერი, წყალი და ნიადაგი დაბინძურებისგან.

ავტორი თემურ მარშანიშვილი

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    მელიტონ მუსხელიშვილი _ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა. ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ. პროფესორ მუსხელიშვილის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული…
  • 94
    „ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი“ - გიორგი ფხაკაძეღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება, საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და რაოდენობრივი შეზღუდვის  გაუქმება, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე, სპორტულ დაწესებულებებში - ეს ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც 22 მარტს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებები საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ შეაფასა. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინების გადაყრა ეს არის…
  • 93
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 91
    თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ…
  • 89
    სევდიანი იუმორი და მოწოდება: „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა წასაგებადაა განწირული“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი სცენიდან  რეალურ ყოფამდე თუ,  შელამაზებული, დახვეწილი ურთიერთობების მიღმა არსებულ მეორე „განზომილებაში“  ჩარჩენილ ადამიანთა მარათონი უზნეობის, სიხარბის, უსუსურობის, მლიქვნელობის..., ერთიან ჩარჩოში. ჩარჩოში, რომელსაც გარე სივრცესთან ფანჯრების დაბზარული, თუ ჩატეხილი მინები, და  სხვადასხვა ემოციის და მოქმედების გამომხატველი ხელები აკავშირებს. ეს ყველაფერი ინაცვლებს სპექტაკლში  „იმერული რეკვიემი“, რომლის  ჩვენება,  გაიმართა  ოზურგეთის…