ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, ამოწურული არ არის.

გუშინ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა,  მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.

_„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის ორივე მხარე, როგორც მუსლიმი ასევე ქრისტიანი მოსახლეობა. სოფელი შეჯერდა იმაზე, რომ ერთმანეთში გამონახავენ საერთო ენას და დაბრუნდებიან იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ცხოვრობდნენ ერთად. გაგრძელდება ისეთი სიამტკბილური ცხოვრება, როგორიც ჰქონდათ, თუ ვინმე ადამიანი გამოიკვეთება, ვინც პროვოკაციას მოაწყობს, ან შეეცდება ამ ადამიანებს შორის რელიგიური შუღლი ჩამოაგდოს, ამ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა თვითონ გასცემს პასუხს და არ დასჭირდება გარედან ვინმეს ჩარევა. დღეს ერთსაც და მეორე მხარესაც აქვს საშუალება იმ ურთიერთობაში დაბრუნდნენ, რაშიც იყვნენ. ის ლოცვა გააგრძელონ ისე, როგორც ადრე იყვნენ და ლოცულობდნენ.

აქ საუბარი იყო იმ პროვოკაციებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა შიგნით სხვადასხვა ადამიანების მიერ და შემდეგ იყო ინტერპრირებული. ერთმანეთში გაერკვნენ ეს ადამიანები, შეჯერდნენ და ჩამოყალიბდნენ საერთო აზრზე, რომ ხვალიდან ყველა ერთმანეთის გვერდით დადგება და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ექნება“_განაცხადა მედიასთან ზურაბ ნასარაიამ.

შემდეგი  შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა დაპოსტა:

_„სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან – ზოტიდან და სხვა სოფლებიდან- 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად. რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით.

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი,

მათ შორის გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება ამინ

იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.“

დღეს, დილით  გაზეთი „ალიონი“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვასილ ჩიგოგიძეს დაუკავშირდა:

_„გურიაში მომხდარში გასარკვევად სპეციალურად მივდივარ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. არჩევნებისას არავის მეჩეთის აშენებას არ დავპირვებივართ.ვიცი, რომ ბუკნარელემა მუსლიმებმა იყიდეს კერძო სახლი და ითხოვდნენ იქ სალოცავის მოწყობას. მალე ჩავალ ჩოხატაურში, შევხდები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მხარეებს. გურია ცნობილია თავისი ტოლერანტობით, რამდენადაც ვიცი, თავად სოფელში ურთიერთობები დალაგდა“ _გვითხრა ვასილ ჩიგოგიძემ.

ჩოხატაურში ვასილ ჩიგოგიზე  ჩიგოგიძე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს  მუფტს ადამ შანთაძეს შეხვდა.

ითქვა, რომ შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება.

_„საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლების ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება ეს არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, ვისაუბრე. ჩვენი მიზანი არის, რომ ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას, ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ, ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია. ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ვიყოთ გარანტი კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის დაცვის უფლებისა. ამიტომ, ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, _ განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა.

აქციის მონაწილეები მუფთს მხარდაჭერისკენ და გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

_„ჩვენი ძმების გვერდით ვიდგებით ბუკნარში, ადიგენში, წალკაში, თბილისში, აჭარაში და ყველგან, სადაც დაირღვევა ჩვენი უფლებები, ღმერთისგან და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული, _განუცხადა ჟურნალისტებს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ.მანვე სოფელ ბუკნარის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეკრებულ ადამიანებთანაც განაცხადა, რომ იგი არჩევნებში ხმების სანაცვლოდ არავის არ შეპირებია მეჩეთის აშენების ნებართვას და ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან ჟურნალისტებს თავის შეკავებებისაკენ მოუწოდა, ხოლო აქციის მონაწილეებს დიალოგისა და შერიგებისკენ მოუწოდა.

აღდგება  ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი სოფელ ბუკნარში, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.

 

,

 

 

მსგავსი სტატიები

  • 91
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 91
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 87
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…