დღეს, ექადიაზე, წმინდა გიორგის ქუჩის დასაწყისში 5 ძირი კედარი მოჭრეს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, წიწვოვანი კორომის კონკრეტული მონაკვეთი კერძო საკუთრებაა, მოჭრის ნებართვა მისცეს და შესაბამისად მოჭრა ხეები.

როგორც ვიცით, ექადიის აბანოს შენობა 3 ათეული წლის წინ ბიზნესმენმა ზურაბ მორჩილაძემ შეისყიდა. 2019 წლის 20 სექტემბერიდან მას ახალი მფლობელი ჰყავს _არჩილ კვერღელიძე.

ხეების მოჭრას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

_რა დააშავა ექადიამ. აქეთ ფერადი ლითონების ტიქსიკური საწარმოს აგებას გვიპირებენ, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისში მოჭრეს წიწვოვანი ნარგავები. 40 წლის წინ დაგებული ტროტუარი გადათხარეს (მერამდენედ) კაბელები ჩადეს და ქვები დაგვიყარეს. არ ვიმოძრაოთ, არ ვისუნთქოთ? _გვითხრეს ექადიელებმა კ.მ და ვ. მ-მ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიხეილ შილაკაძის თქმით, მათ ხეების მოჭრის შემდეგ გაიგეს კონკრეტული ფაქტის შესახებ. ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამდენად მესაკუთრეს წინასწარ მათთვის არ მიუმართავს. ამჟამად ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და თუ აღმოჩნდა, ხეები კვერღელიძის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არაა მოჭრილი, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

p.s. 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ექადიაზე, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისში შპს „მამლუქმა“9 ძირი ჯანმთელი კედარი მოჭრა.აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 37
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 34
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 32
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 32
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…