„გადაეცით მოსახლეობას, მის გვერდით ვარ“…

დღეს, ოზურგეთში, გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას წარდგენას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი  ვასილ ჩიგოგიძე ესწრებოდა. იგი დეპუტატის ბიუროში გაზეთ „ალიონს“  შეხვდა  და  ქ. ოზურგეთში  ფერადი ლითონების გადამამუშავებელ ტოქსიკური საწარმოს აგების მიზანშეწონილობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა:
_„აზერბაიჯანში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ქალაქი ალუმინის ქარხნისაგან. ასეთ კარგ მხარეში ასეთი ქარხანა როგორ უნდა აშენდეს,  _ თქვა  2020 წლის სექტემბერში ექადიის მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ.

_ არავითარ შემთხვევაში, ასეთი ქარხნის აშენებაზე არ მივცემთ თანხმობას“ -განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ“. (გაზეთი „ალიონი,“#25, 2020 წ.)

ვასილ ჩიგოგიძემ ამჯერადაც მოსახლეობის მხარადაჭერა  გამოხატა.

_„თქვენი გაზეთის საშუალებით, მივმართავ მოსახლეობას,თავიდან ბოლომდე მის გვერდით ვარ, რომ რაიმე  არ გამოგვეპაროს და შეცდომა არ დავუშვათ. ამ საკითხს  ყველგან მივაქცევთ ყურადღებას“ _განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ ვასილ ჩიგოგიძემ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 46
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 42
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 42
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…