პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“–  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“.

„ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება და ინტერვენციის მექანიზმები“,I დღე;

ჯანა კახიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქო- ემოციური სფეროს დიაგნისტირების და თერაპიული მუშაობის მეთოდები, მათი მშობლების კონსულტირების სტრატეგიები”,  II დღე;

ეთერ ცხაკაია, ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“.

სოციალური მუშაკის როლი და პასუხისმგებლობა,ბავშვზე ძალადობის პრევენციისა და ოჯახის გაძლიერების მექანიზმები“, III დღე.

 

აღნიშნულ საკითხებზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ გაზიარებული მასალები, ვფიქრობთ , გაზეთის საშუალებით უფრო ფართო წრეებისათვის გავხადოთ ხელმისაწვდომი,   სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ტრენინგზე განხილული საკითხების მოკლე  მიმოხილვას.

 

ქ- მა ია ვერულაშვილმა აღნიშნა, რომ ძალადობის პრობლემის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, მას არ გააჩნია ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ინდივიდის, ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ძალადობა ყოველთვის იყო საზოგადოების არსებობის ნაწილი,ყოველწლიურად, მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება დედამიწაზე. ხოლო მრავალმა ადამიანმა მიიღოს ხვადასხვა სახის დაზიანებები საკუთარისი ცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის გამო, ინტერპერსონალური და კოლექტიური ძალადობის შედეგად.

პირველად ბავშვზე ძალადობის პრობლემის განხილვა დაიწყო 1961 წელს,როდესაც ამერიკის პედიატრიის აკადემიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ჰ.კემპემ მოახსენა „ნაცემი ბავშვის სინდრომის ყოვლისმომცველი ანალიზი“. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ავტორმა დეტალურად წარმოადგინა პრობლემის პედიატრიული, ფსიქიატრიული, რენტგენოლოგიური და იურიდიული ასპექტები და პირველად წარმოადგინა შემაჯამებელი სტატისტიკა ბავშვებზე ძალადობის გავრცელების შესახებ შეერთებულ შტატებში.

1989 წელს მიღებულ იქნა გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“;

  • 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის ,  ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისშ ესახებ;
  • 2010 წელს- კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • 2010 წელს -საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)  პროცედურების დამტკიცების თაობაზე.

2020 წლის 1  სექტემბრიდან კი შევიდა ძალაში „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ რომლითაც შეიქმნა ბავშვთა უფლებები დაცვის სამართლებრივი გარანტიები

ბავშვზე ძალადობის ყველაზე დრამატული ფორმაა ოჯახური ძალადობა. ბავშვი შეზღუდულ სივრცეშია, არ არსებობს რესურსი და შესაძლებლობები სიტუაციის შესაცვლელად, რაც აუცილებლად და შეუქცევადად ამახინჯებს ბავშვის ფსიქიკას და ართმევს მას შესაძლებლობას, გახდეს სრულფასოვანი პიროვნება.

ძალადობა ბავშვის მიმართ გავლენას ახდენს განვითარების ველა ასპექტზე:

  • დადგენილია ის ფაქტი, რომ თუ დედა ძალადობის მსხვერპლია ორსულობის პერიოდში, ბავშვი იბადება ჯანმრთელობის დარღვევებით, მათ შორის ნეიროენდოკრინული დაავადებებით, და მომავალში თავად შეიძლება გახდეს მოძალადე.
  • არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას,
  • ინტელექტუალურ განვითარებას,
  • ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას,
  • სოციალურ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული განპირობებულია თავის ტვინის სპეციფიურ უბნებზე ქრონიკული სტრესის ზემოქმედებით და შესაბამისი სტიმულაციის დეფიციტით.
  • ბავშვების რეაქცია ძალადობაზე  განსხვავდება ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ყველა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე და სამიზნეა, ხასიათდება სერიოზული ქცევითი პრობლემებით.  ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადებები  ცხოვრების მანძილზე.
  • ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ის განიცდის კოშმარებსა და შიშებს.  ეს ბავშვები პრობლემებს აწყდებიან ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც, რადგან ოჯახში არ აქვთ ნორმალური ქცევის მაგალითი.
  • ემოციური ტრავმა ხშირად გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს „ტიკები“, ენურეზი, ყურადღების და მეტყველების დარღვევები, ჰიპერ -კონტროლი.

 

ფიზიკური ძალადობის გავლენა ფსიკიკაზე:

  • უფროსებთან კონტაქტის შიში;
  • უმიზეზო ტირილი;
  • აგრესიულობა;
  • სისასტიკე ცხოველების მიმართ;
  • მეგობრების ნაკლებობა;
  • თვითმკვლელობის მცდელობა.

 

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში ქცევის  2 ძირითადი მოდელი ყალიბდება

მოძალადის ტიპი (საკუთარ თავ მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ბავშვთა ეს ჯგუფი აგრესიას უფრო სუსტი ბავშვების ან ცხოველებისკენ მიმართავს. მათი აგრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს თამაშის დროს.

მსხვერპლის ტიპიბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, ვლინდება დათრგუნვა, უინიციატივობა, პასიურობა, სირცხვილის გრძნობა. ბავშვი შესაძლებელია მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით

  • დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევისადმი და მოზარდობის პერიოდში ხშირად ავლენენ ძალადობას. კვლევები აჩვენებენ რომ ოჯახში ძალადობა მოზარდთა ძალადობის და კრიმინალური ქცევის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

ფსიქოლოგი ჯანა კახიანი, მიიჩნევს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს, პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოდიაგნოსტიკა,სწორედ ბავშვის ემოციური სფეროს დიაგნოსტიკისა  და განვითარების ანალიზის საფუძველზე მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული დახმარება და კონსულტაციები, ბავშვთან და მშობლებთან. მან ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს და ფსიქოლოგებს  გააცნო, თუ როგორ უნდა იქნას გამოკვლეული ბავშვის ინტელექტი,  განვითარების დონე,ე.წ. „ჭკვიანი ტესტებით“.

  • WISC (Wechsler Test).
  • რეივენის პროგრესირებადი მატრიცა (ე.წ. „ჭკვიანი ტესტები“).

ბავშვის შესაძლებლობების განსაზღვრა,ოჯახური ურთიერთობების დიაგნოსტირება(გრაფიკული ტესტები),ნახატი, იძლევა რეალურ სურათს,როგორია  ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გაუცნობიერებელი ან ფარული პრობლემები,  მისი დამოკიდებულება ოჯახის თითოეული წევრის მიმართ და  მთელი ოჯახის აღქმა.

ტესტი „დაუსრულებელი  წინადადებები“ /, Sachs-Levy ტესტი / იკვლევს ბავშვის დამოკიდებულებას: მშობლების, ძმების, დების, ბავშვების არაფორმალური და ფორმალური ჯგუფების, მასწავლებლების, სკოლის, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ,

ბავშვთა აპერცეპციის ტესტის  (CAT) / ლ. ბელაკი / საშუალებით შეიძლება შეიძლება გამოვიცნოთ:

  • წამყვანი საჭიროებები და მოტივები;
  • ბავშვის აღქმისა და დამოკიდებულების თავისებურებები მშობლების მიმართ;
  • ბავშვის და-ძმასთან ურთიერთობის თავისებურებები;
  • ინტრაპერსონალური კონფლიქტების შინაარსი;
  • დამცავი მექანიზმების თავისებურებები, როგორც შიდა კონფლიქტების მოგვარების გზები;
  • იმედგაცრუების სიტუაციებთან დაკავშირებული აგრესიული ფანტაზიები, შიშები, ფობიები, შფოთვა;

„შფოთვის ტესტი “აირჩიე საჭირო სახე“/რ. ტამლი, მ. დორკი, ვ. ამენ/,გამოიყენება ბავშვის შფოთვის შესასწავლად სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის არაერთ ტიპურ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

შფოთის ხარისხის დადგენა ავლენს ბავშვის შინაგან დამოკიდებულებას გარკვეული სიტუაციის მიმართ, იძლევა არაპირდაპირ ინფორმაციას ბავშვის, საბავშვო ბაღის ბავშვებში თანატოლებთან და მოზარდებთან ურთიერთობის ხასიათის შესახებ.

ლუშერის ფერთა ტესტი გამოიყენება ემოციური მდგომარეობისა და ნეირო-ფსიქტიკური სტაბილურობის დონის შესაფასებლად; ინტრაპერსონალური კონფლიქტების იდენტიფიცირება და დეპრესიული მდგომარეობებისა და აფექტური რეაქციებისკენ მიდრეკილება.

ტესტი „კიბე“- პასუხს სცემს ბავშვის თვითშეფასებას: როგორ აფასებს ის მის პირად თვისებებს, მის ჯანმრთელობას, გარეგნობას, მის მნიშვნელობას გუნდში (საბავშვო ბაღების ჯგუფი, სკოლა, კლასი).

როგორც ქალბატონი ჯანა ამბობს დიაგნოსტიკის შედეგად იქმნება სათანადო წარმოდგენა ბავშვის მდგომარეობაზე , და იწყება ბავშვის ტრამვის მკურნალობა.

„ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგები ხშირად მოზრდილ ასაკში გრძელდება და შეიძლება გადაეცეს შემდეგ თაობასაც.  ბავშვობაში გადატანილი ბულინგი, ძალადობა, დანაკარგი, მწუხარება ან უგულებელყოფა ზრდის დამოკიდებულების, დეპრესიული აშლილობის და სხვა ფსიქიკური პრობლემების რისკს.

ბავშვთან მუშაობის ერთ ერთი მთავარი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი დღეისათვის არის არტთერაპია , „შემოქმედებით პროცესში ჩართული ბავშვი ვერ ამჩნევს, თუ როგორ ამჟღავნებს  იგი მის ნამდვილ გრძნობებსა და სურვილებს გარესამყაროში.“

საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებთან ძირითადად გამოიყენება ხატვა ძერწვა, ცეკვითი და მუსიკალური თერაპია, ზღაპრის თერაპია, ქვიშით თერაპია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თამაშს , როგორც თერაპიის მეთოდს, არა მარტო ტრავმირებული ბავშვის შემთხვევაში, არამედ , ზოგადად,  „თამაშში ბავშვი თავისუფლად გამოხატავს თავის გრძნობებს – სიხარულს, მწუხარებას და სიბრაზესაც, ანუ თამაშში ხდება ნეგატიური ემოციებისგან, გრძნობებისგან განთავისუფლება.

თამაში ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას, მოტივაციური  სფეროს განვითარებას, კომუნიკაციის უნარებების გაუმჯობესებას“

ქ- ნი ჯანა აღნიშნავს, რომ  ბავშვის ტრავმის მიზეზი ხშირად ხდებიან მშობლები, რომელთაც  არა  აქვთ პოზიტიური აღზრდის გამოცდილება, ამიტომ ისინი შვილებს გადასცემენ გამოცდილებას, რაც ბავშვობაში მიიღეს. „მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისემოზრდილების განათლება და მომზადება – საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობა არ არის ნორმა“.

 

ბავშვების სოციალური და ცხოვრებისეული  უნარების სწავლებისთვის აუცილებელია უსაფრთხო  გარემოს შექმნა,ასევე აუცილებელია კარგად განსაზღვრული უწყებრივი პასუხისმგებლობა  ძალადობაზე რეაგირებისთვის.

ასეთ პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს სოციალური მომსახურების სააგენტო.  ქ-მა ეთერ ცხაკაიამამ უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე აღნიშნა, რომძალიან კარგი შედეგები აჩვენა სოციალური მუშაკების პროგრამამ, რომლებიც აცნობენ მშობლებს შვილებზე ზრუნვის მეთოდებს და ასწავლიან თუ როგორ იმოქმედონ,  რათა  ბავშვი ოჯახში ძალადობას არ განიცდიდეს. თუმცა სამწუხაროდ, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები არცთუ იშვიათად აღმოაჩენენ, რომ ბავშვის ფიზიკური განვითარება არ შეესაბამება მის ასაკს – ბავშვი ვერ მეტყველებს ასაკის შესაბამისად, ფიზიკური განვითარება ჩამორჩება და ზედმეტად გამხდარია, ეს ფაქტორი შესაძლოა მიუთითებდეს მშობლის მხრიდან უგულებელყოფაზე, ან მიუთითებდეს საკვების ნაკლებობაზე ,ბავშვი არ არის მოვლილი;ბავშვი ასაკისთვის შეუფერებელ შრომაშია ჩაბმული , ბავშვზე  რაიმე ფორმით ხორციელდება ძალადობა.

სავარაუდო ეჭვის დროს სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და შემთხვევას განიხილავს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის სხვა წევრებთან ერთად. თუ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით  არის სავარაუდო ეჭვი, მაშინ ხდება შეფასების გაგრძელება და  ბავშვის/ოჯახის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

  • ბავშვის შესაძლო ზიანის რისკის შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ეცნობება ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს,ასევე განიხილება სხვა სტრუქტურებთან გადამისამართებაც;
  • ასევე მნიშვნელოვანია რომ არსებობს ოჯახის თანადგომის ქსელი რომელიც უწევს ოჯახს ფსიქო-ემოციურ, მატერიალურ, ფინანსურ მხარდაჭერას, საოჯახო/სამეურნეო საქმიანობაში მხარდაჭერას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აწარმოებს  ბავშვზე ზრუნვა/მეთვალყურეობას;

ბავშვისა და ოჯახის თანადგომის ქსელი წარმოადგენს ბავშვის უგულებელყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორს.

ბავშვზე ზრუნვა, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდა, ყველა პედაგოგის და აღმზრდელის  უპირობო მოვალეობაა, პრობლემაზე თვალის დახუჭვა  კი დანაშაულია. საზოგადოების  გულგრილობას ადამიანთა სიცოცხლე ეწირება, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საზოგადოების ნაწილი ითავისებს, ალბათ ესეც მალე დაგვავიწყდება…აუცილებელია  გვახსოვდეს, რომ ყველა დაკარგული, გზააბნეული,  დაჩაგრული  ადამიანის ყოფა ბავშვობაში მიღებული ფიზიკური და ემოციური ტრავმის გაგრძელებაა.

 

მასალა მოამზადა  მაია ბერიძემ, ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტი

 

დაფინანსებულია

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 83
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 81
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 80
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 79
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…