„ორქისის“ კვლევით საქართველოს მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟი ტყვიით ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა, რაც ოზურგეთში კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის საქმიანობას უკავშირდება.
ექიმმა, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ რედაქციას მოაწოდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ბავშვებში ტყვიის შემცველობის მხრივ აჭარა-გურია ლიდერობს. ორგანიზმში ტყვიის ზედმეტი შემცველობა პირველ რიგში ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს.

თამაზ საჯაია, თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრები: _ არ გვინდა ოზურგეთში  ტოქსიკური საწარმო. დაგვაყენეთ ამ ქვეყანაზე, ამ უბანში, სადაც ჩემი წინაპრები საუკუნებზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, რას გვერჩით, რატომ გვიმოკლებთ სიცოცხლეს. რას გააკეთებთ ისეთს ქვეყნისთვის, ამდენ ოჯახს სასიკვდილოდ რომ გაიმეტებთ. საკმაოდაა თაყაიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი, გაზგასამართი სადგურები, „ბლექსი ჯგუფის“ ასფალტ-ბეტონი ქარხანა, რომელიც საკმარისად აბინძურებს გარემოს.
ნუკრი ვასაძე, უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრები _ ვიცი რას ნიშნავს დღეს სამუშაო ადგილები, მაგრამ ასეთ საწარმოში სამუშაოს დაწყებას არავის არ ვუსურვებ. ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ჰაერისა და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად სუფთა და ეფექტურ ტექნოლოგიებში უზარმაზარი კაპიტალდაბანდებები ჩადეს და  მათ ბინძური საწარმოები ქვეყნიდან გაიტანეს. ჩვენთან კი პირიქითაა, მავნე საწარმო ქვეყანაში შემოგვაქვს?
მერაბ ზაქარიაძე, მანქანათმშენებელი ინჟინერი: _ როცა ანასეულის ექსპერიმენტულ მანქანათმშენებელ ქარხანაში მშენებლობისას დავიწყე მუშაობა _ ამ ქარხნის კომპლეტაციის საქმე ჩამაბარეს. ქარხანა 1985 წლის 1 იანვარს გავიდა ექსპლოატაციაში. ამ დროისათვის ქარხანა 130-ზე მეტ ტექნიკურ დანადგარს ითვლიდა. მათ შორის რამდენიმე უნიკალურ ჩარხს.. უნივერსალურ სახარატო, სახარატო-რევოლველურ, კარუსელურ, საღარავ, კბილსაფრეზ, სარანდ, საბურღ, შიგნაჩარხ ჩარხებს.. რამდენიმე ჩარხის ღირებულება ხუთნულიან ციფრს შეადგენდა, იმჟამინდელ საბჭოურ რუბლში. იყო სხვა უნიკალური დანადგარები, ამწე კრანები. ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებში, სხვა საწარმოების მსგავსად ქარხანა არ გაძარცვულა და შეინარჩუნა ძირითადი ტექნიკური დანადგარები, რათა შემდეგ ინდოელ „ინვესტორებს“ რომ დაეშალათ, ნაწილი უცხოეთში გაეყიდათ, ნაწილი კი ჯართში ჩაებარებინათ.
აზერბაიჯანისა და თურქეთისაგან განსხავებით, სადაც ჩაის ბუმია, წინა ხელისუფლებამ 2010 წლის აგვისტოში 125 000 ლარად „მიჰყიდეს“, უფრო სწორად აჩუქეს ე.წ. „ინვესტორებს“ 3 ჰექტარი მიწა, უზარმაზი საწარმოო კორპუსი მისი დანადგარებით. ინდოელ მეპატრონეებს თავი არ შეუწუხებიათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ქარხნის პროფილის შენარჩუნებაზე.
სამაგიეროდ, შპს „მანსაროვარ-მა“ინდოეთიდან ჩამოიყანა თანამემამულეები და დაიწყეს ჩარხების დაშლა და მისი რეალიზაცია. 2011 წლისათვის ქარხანაში 2 ადგილობრივი მუშაობდა. თავიდან პლასმასის წარმოება დაიწყეს, შემდეგ ტყვიის კუსტარულ წარმოებაზე გადავიდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს დედა-ბუნებას. ახლა გვეუბნებიან, ფერადი ლითონების გადასადნობ საწამოს გავხნით,სადაც 10 000 ტონამდე ნადნობს მივიღებთ და დაგვეთანხმეთო. რა თქმა უნდა ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ამ მხრივ თუ რა პოზიცია უკავია მოსახლეობას, ეს საპროტესტო აქციაზეც დავინახეთ.
ნანული ორაგველიძე, მეცნიერი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: _გურიაში, ქ. ოზურგეთის დასახლებაში ტოქსიკური საწარმოს გახსნა იმდენად არალოგიკურია, არასწორია და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ დანაშაულებრივია, ამ საკითხის განხილვა საერთოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ნუთუ შეიძლება მთავრობამ ასეთი გაუაზრებელი ქმედება ჩაიდინოს და მოსახლეობა ასე გაწიროს. გურიას სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაუფლების მქონე დებუტატი ჰყავს პარლამენტში. პარლამენტმა ხომ უნდა გაუწიოს მონიტორინგი მთავრობის მუშაობას..დაუშვებელია. რომ მათ არ განიხილონ გარემოს დაცვის სამინისტროს არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს აგრარული პრობლემების მოგვარებისას. შედეგიც სახეზეა. ფინანსები იხარჯება, სოფლის მეურნეობის აღორძინებას საშველი არ ადგება. ან როგორ მოგვარდება პრობლემა, როდესაც სუბტროპიკული ზონის კლიმატის პირობებში, როგორზეც ბევრი ქვეყანა ოცნებობს, ინვესტორს უფლებას აძლევენ ხან ტყვიის, ხანაც ალუმინის მომწამვლელი საწარმო გახსნას მისი მოგების და არა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე.
ქეთინო ზოიძე, ექიმი: _კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მავნე საწარმოს გახსნა! არათუ იმ ადგილას, საერთოდ არ უნდა აშენდეს ოზურგეთში, ისედაც საკმარისადაა დაბინძურებული ჰაერიც და მდინარეებიც. ონკოლოგიური დაავადებებულთა რიცხვი საქართველოში ყველაზე მეტი ოზურგეთშია.
ამ საქმეში საჯარო განხილვას აზრი არ აქვს, მოსახლეობის აზრი ისედაც კარგად ეცოდინებათ! რატომ უნდა სჭირდებოდეთ ადამიანებს ისედაც ყოველდღიური პრობლემებით დამძიმ-ებულებს ქუჩაში გამოსვლა ?!
მოვითხოვოთ იმ ადამიანების ჩართვა, ვისაც რეალურად შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა.!

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 79
    „სახელმწიფო სტრუქტურები არ უნდა ახდენდნენ მოქალაქეთა უფლებების წართმევას“„უახლოეს მომავალში ქიმიური საწარმო, ოზურგეთის მოსახლეობა, ანასეულის წყალმომარაგება და მდინარეები. ფოტოზე ნათლად ხედავთ ექადიის ტერიტორიას, დასახლებებს , ხოლო ცისფერი ფერის შენობები ანასეულის წყალმომარაგებაა და ჭაბურღილები. შპს „არენსა მეთალი",პარტნიორი შპს „მანსაროვარი“უკვე მთავარ კორპუსებს ხურავენ და ემზადებიან. ჯერ ხომ ნებართვა წარმოებაზე არ გაუცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს? სამინისტრომ დაარღვია კანონმდებლობით…
  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 72
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 69
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…