დღეს, სოფელ მაკვანეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი  მოსახლეობის წარმომდგენელთა კრება გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდა.

ინფრასტრუქტურული საკითხების ამოწურვის შემდეგ,  მაკვანეთელმა ნუგზარ კალანდარიშვილმა თანასოფლელებს ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სოფელ მაკვანეთს, ფერადი ლითონების ტოქსიკური ქარხნის აშენების შესახებ მიმართა.

_ოზურგეთში ინდური კომპანია „მანსაროვარი“ და „არერსა მეთალი“ფერადი ლითონების (ალუმინის) გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აპირებს, რაც საშიშროებას შეუქმნის ჩვენს სოფელსაც. 25 იანვარს, ჩვენ, მაკვანეთელებიც ვიყავით ოზურგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე.  მინდა ჩემმა ყველა თანასოფლელმა  იცოდეს იმ  საშიშროების შესახებ, რაც ასეთი საწარმოს აგებას შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის ჩვენი სოფლისთვისაც.   ეს  საწარმო ოზურგეთში არ უნდა აშენდეს _მიმართა თანასოფლელებს ნუგზარ კალანდარიშვილმა.

_მე ხალხის გვერდით ვდგავარ. არ აშენდება ალუმინის ქარხანა   ოზურგეთში _უპასუხა ნუგზარ  კალანდარიშვილს კონსტანტინე შარაშენიძემ.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ გაზეთ „ალიონს“ მაკვანეთელი გია ქვეითაია ესაუბრა:

_რამდენიმე წელია პოლონეთში ვცხოვრობ. ცხოვრებამ მოიტანა ასე, იქ ვმუშაობ და ოჯახს ვეხმარები. სხვადასხვა სამუშაოებს ვასრულებ, მათ შორის სამშენებლო-სამონტაჟოსაც. ვარშავიდან აღმოსავლეთით, ბელორუსიისკენ 130 კილომეტრში წაგვიყვანეს წყლის მილების შესაცვლელად. ადგილზე მისულები გაკვირვებულნი დავრჩით  იმით, რომ ქარხნის გარშემო (სადაც უნდა შეგვესრულებინა სამუშაო) არც ბალახი იყო და არც ხეები. ყველაფერი გადახრუკული იყო. გვითხრეს, რომ ჩვენ ალუმინის ქარხანაში ვიყავით და იქ უნდა შეგვესრულებინა სამუშაოები. ისეთი გარემო იყო, ხანდახან სუნთქვაც კი გვიჭირდა. ცხელი და ცივი წყლის მილები შევცვალეთ. სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოველი დღის ბოლოს ვარშავაში ვბრუნდებოდით, ღამის გასათევად. გრძელი გზა გვქონდა გასავლელი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი იყო. აქ რამ მოაფიქრებინათ ასეთი საშიში საწარმოს აგება _ გვითხრა გია ქვეითაიამ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 38
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 38
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…
  • 38
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
  • 35
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…