_ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინ კონფერენციის დროს გააკეთა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო. დისკუსიის მოდერატორი გახლდათ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

როგორც ​მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ.​

_„ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ. ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში. ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელი ვიზიტიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის 6-პუნქტის შემუშავება, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი ძალა მოილაპარაკებენ. კრისტიან დანიელსონი არის ხისტი, სამართლიანი და ინტერესიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ უფსკრულის პირზე მყოფი ორივე მხარე მოლაპარაკებები მაგიდასთან დააბრუნო“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით ქართველებს აქვთ მიდრეკილება, რომ უფსკრულს მიუახლოვდნენ, მაგრამ როგორც წესი, ისინი უფსკრულში არ ვარდებიან.

„რაც მთავრობამ გააკეთა, ვგულისხმობ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, შემდეგია: ჩვენი გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ უნდა იყოს ასეთი – მიუხედავად იმის, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ,საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად. რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ექვსპუნქტიანი გეგმა ფარავს. თუმცა, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. ცუდია თუ კარგი გადაწყვეტილება, ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

„მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

1TV.GE

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 76
     თემურ შაშიაშვილი: საზოგადოება უნდა  გაერთიანდეს  სისტემური ცვლილებების, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის ირგვლივდღეს, ქ. ოზურგეთში, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შეხვდა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი. რომლის ჩამოსვლის მიზანი მეცნიერებათა კონგრესის პროგრამის _მომავალი საქართველოსათვის გაცნობა იყო. თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნიერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სთხოვს…
  • 75
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 75
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 74
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 74
    პარტიამ ,, საქართველოსთვის“, ოზურგეთში, გუნდის წევრები ოფიციალურად წარადგინაყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, პარტიამ ,,საქართველოსთვის“ , ოზურგეთში, პროპორციული სიის პირველი ათეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენა სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში შედგა. სცენაზე პირველი პარტიის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელი, გიორგი შარაშიძე ავიდა. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პარტიის და მისი ლიდერის მთავარი პრინციპი: ,,ვერთიანდებით საქართველოსთვის,  მაგრამ არავის წინააღმდეგ“. მისი თქმით  ,,საქართველოსთვის“…