დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მოსმენა ერთგვარი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მერს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები სოფელ ჭანიეთიდან და დაბა ნასაკირალიდან, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე დაუპირისპირდნენ.

მოსმენაზე საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგემვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გამოგზავნილი მესიჯი გაახმოვანა:

_„ეს მესიჯი მე გამომიგზავნეს და აინტერესებთ ჩემი აზრი ოზურგეთში ტოქსიკური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით (იგულისხმა ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდური კომპანია „მანსარავორისა“ და შპს „არერსა მეტალის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი  ფერადი ლითონების (ალუმიის, ტყვიის და ა.შ) ქარხნის მშენებლობის პროექტი). ოზურგეთში ტოქსიკური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მაქვს, თუმცა, მე ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, თუკი იგი არსებული კანონის ფარგლებში ჯდება“.

შარაშენიძე-მჟავანაძე-ქათამაძის პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დეპუტატებს და დარბაზში მყოფთ (მათ შორის ექიმებს) ტოქსიკური ქარხნის მშენებლობის  თემაზე ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ ვფიქრობთ, იგი გაცილებით ყურადსაღები თემაა, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ოზურგეთში სიმსივნური დაავადებების ფონს.  დღესაც გამოიკვეთა, რომ ამ საშიში ქარხნის აშენების ლობისტები აქტიურ მუშაობას ეწევიან ადგილობრივ მთავრობასთან.

მედიის, არასამთავროების, მოსახლეობის პროტესტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილისა და გურიის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას ჩარევის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2 თვით გადადო ქარხნის მშენებლობის გზშ-ს ანგარიშის განხილვა.

რაც შეეხება კანონებს, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, მას ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსის სამინისტროები ქამარივით ირგებენ წელის ზომის მიხედვით.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 79
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 70
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 68
    ქართველობით თამაში რაღაა...საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც. ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი…
  • 67
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…