ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ოზურგეთის „მერცხალი“, რომელიც საქართველოს 3-გზის ჩემპიონი და 2-გზის თასის მფლობელი იყო, 2-ჯერ გაიმარჯვა იმჟამინდელი სსრკ-ს მე-2 ლიგის ჩემპიონატში, იყო საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) მონაწილე, დღეს საქართველოს პირველობის მე-5 ლიგის „ბ“ ჯგუფის ბოლოადგილოსანია. რომ არა ბოლო, მე-10 ტურში ოზურგეთში, ასევე აუტსაიდერ, ხულოს „ხიხანთან“ (3:1) გამარჯვება, ქულის გარეშე ამთავრებდა ჩემპიონატს…
„ბ“ ჯგუფის გამარჯვებული „მერანი 2 მარტვილი“ გახდა _27 ქულა; მე-2 ადგილზე _„მაჭახელა“_ 24 ქულა; მე-3 „შუქურა 2“ _15 ქულა; მე-4 „სამგურალი 2“ _13 ქულა; მე-5 „ხიხანი“_7 ქულა; მე-6 „მერცხალი“ _3 ქულა.
„მერცხალმა“ 9 ტურში წააგო, აქედან 6 შემთხვევაში _ დიდი ანგარიშით; გაიტანა 11 ბურთი და საკუთარ კარში 37 ბურთი მიიღო.
„მერცხალის“ შეხვედრები და შედეგები:
3.09, 2020 წ. „მაჭახელა“_„მერცხალი“5:1;
1.02. 2021 წ. „მერცხალი“_„მერანი 2“ მარტვილი _1:4;
6.02. 2021 წ. „მერცხალი“_ „სამგურალი 2“ 1:4;
11.02. 2021 წ. „შუქურა 2“ _„მერცხალი“ 2:0;
22.02. 2021 წ. „ხიხანი“_„მერცხალი“ 2:1;
25.02. 2021 წ. „მერცხალი“ _„შუქურა 2“ 2:3;
3.03. 2021 წ. „მერცხალი“ _„მაჭახელა“ 0:3;
8.03. 20221 წ. „სამგურალი 2“ _„მერცხალი“ 7;1:
13.03. 2021 წ. „მერანი 2“მარტვილი _„მერცხალი“ 6:1;
18.03. 2021 წ. „მერცხალი“_„ხიხანი“ 3:1.
მსგავსი სტატიები
- 65
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 61
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 55
ოზურგეთის „მერცხალი,“ რომელიც საქართველოს პირველობაზე რეგიონლიგაში („ბ“ დასავლეთი ჯგუფი) გამოდის, 9 გუნდს შორის მე-7 ადგილზეა. ახალგაზრდული გუნდი, რომელიც არც საკმარისი დაფინანსებით და არც დიდი ყურადღებითაა განებივრებული, ცდილობს „მერცხალი“ საერთოდ არ გაქრეს საფეხბურთო რუკიდან. გასულ წლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა აზრი კლუბის გაყიდვის შესახებ, მაგრამ მერის თანაშემწის ალეკო ბერიძის ეს წინადადება არ…
- 54
საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 51
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…