ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა ფინალურ ტურნირში ისტორიული გამარჯვება ორ სეტში მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ სპორტსმენს რობერტო ბაუტისტა აგუტის 7:6, 6:2 ქულით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ჩოგბურთელთან შეხვედრამდე  ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც დაამარცხა.