საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 8 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვები.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შიდა სივრცეების იხსნება შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება;

8 მარტიდან ასევე მუშაობას განაახლებენ სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;

ნებადართული გახდება საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, „რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას“– განაცხადა  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

 

არ გამოტოვოთ