გასულ სამშაბათს, ოზურგეთელთა მცირე დელეგაცია (მამა ვახტანგი (თოხაძე), ნუგზარ კალანდარიშვილი, ლევან თავდიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი) რიონის ხეობის სოფელ ნამოხვანში ვიმყოფებოდით  და ხეობის მცველებს შევხვდით, რომლებიც უკვე 150 დღეზე მეტია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ.

ხეობის მცველებმა ერთ-ერთ კარავში მიგვიწვიეს, სადაც  საინტერესო საუბარი გაიმართა.

ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს: ნამახვანი _ჟონეთის ჰესს _333 მგვტ. დადგმული სიმძლავრით და ტვიში ჰესს _100 მგვტ. დადგმული სიმძლავრით.

ქვედა ნამახვანის ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხალის აგებაა დაგეგმილი, სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყლის დაგუბების შემდეგ ტბის სარკის ზედაპირის ფართობი 610 ჰექტარი იქნება და ეს წყალსაცავი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებამდე: ქორენიშსა და ორხვიში მიაღწევს.ქვედა ნამოხვანის ჰესისათვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ტვიში ჰესის კაშხალის სიმაღლე 56 მეტრი იქნება და დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება.

2019 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის 28 თებერვალს თურქულ კომპანია შპს „ენკა რინიუებლიზს“ მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება _მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უფლება ეძლეოდა ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ეწარმოებინა და მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეეძლო, კომპანიამ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენამდე რიონის ხეობის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა.  თურქულმა კომპანიამ  ააშენა 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, ბეტონის ქარხანა, ჰესების მშენებლობისათვის საჭირო გზები და ხიდები.

საზოგადოება პროექტის ავტორებს ედავებიან, რომ ნამახვანის ჰესების პროექტი გაცილებით ბევრად უფრო ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი, ვიდრე ეს მოხდა რაჭაში 1991 წელს, რაც ძალიან დიდი რისკის შემცველია მთლიანად რიონის ხეობის მოსახლეობისათვის.  ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ლეჩხუმში, ტერიტორიის დატბორვის შედეგაც მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა  და ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშის „ცოლიკოურის“ და „უსახელოურის“მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დაკარგონ. გარდა ამისა ხეობაში ათეულობით ოჯახი დაემშვიდობება თავიანთ საცხოვრისს და მამა-პაპათა საფლავებს.

ეს მცირე ექსკური იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენს მკითხველებს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რას აპროტესტებს რიონის ხეობის მცველები.

რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს, ახალგაზრდა თეოლოგ ვარლამ გოლეთიანს ვესაუბრეთ:

_თავიდანვე ვიყავი ჩაბმული რიონის ხეობის გადარჩენისათვის ბრძოლაში. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ გვეძლეოდა საშუალება გავცნობოდით ხელშეკრულების პირობებს, რომელიც კონფიდიციალური იყო და ისეთი კაბალური პირობები იდო მასში, არ ასაჯაროებდნენ. მოსახლეობის დიდი საპროტესტო მუხტის შემდეგ იძულებული გახდნენ გასაჯაროებული ყოფილიყო ხელშეკრულების პირობები. მადლობა გვინდა ვთქვა, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს (კალაიჯაშვილის) მიმართ, რომელიც ამჟამად ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობს, რომლის ლოცვით ვძლიერდებოდით. ასევე გვერდით გვიდგას მამა ელიზბარი (ბაბუხარდია)… ლოცვის გარეშე ბრძოლას აზრი არ აქვს.

ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს…ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი პრინციპია, რომ რომ რიონის ხეობის გადარჩენისათვის ბრძოლაში პარტიების ჩაბმას არ ვაპირებთ. ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას_ ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა.შესაძლოა, რომელიმე პარტია (საუბარია ეროვნული სულის პარტიებზე) მისაღები იყოს, მაგრამ შემდეგ სხვებისთვისაც მოგვიწევს ანგარიშის გაწევა.ამჟამად ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია_გვითხრა მან.

მამა ვახტანგმა (თოხაძე) აღნიშნა, რომ ღმერთს ჰყავს თავისი ხალხი, მთავარია ქრისტიანობაში ერთობა და  ასეთ ბრძოლაში საჭიროა სისუფთავე.

მან  მადლობა გადაუხადა ხეობის მცველებს სამშობლოსათვის თავდადებისთვის.

ლალი ეფრეიძე ერთ-ერთია ხეობის მცველებიდან, რომელმაც მიუხედავად შეძლეული მაღალი ფასისა, საკუთარი მიწის ნაკვეთი არ გაყიდა და ახლა აქ ბანაკია მოწყობილი.. 4 კარავია დგას ამჟამად მდინარე რიონისწინა ფერდობზე.

_ოზურგეთელი გარემოსდამცველები, გურიის საზოგადოების ათეულობით წარმომადგენელი  ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებშიც ვმონაწილეობდით და ახლა აქაც  ვართ რიონის დამცველთა ლაშქარში. ახლა ხედავთ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება_ გვითხრა ჯუმეთელმა (იანეთი) ზურაბ სარიშვილმა.

ამჟამად კიდევ ორი ოზურგეთელი გიორგი ერისთავი და გოჩა ოჩიგავა იყო  ხეობის დამცველთა ბანაკში. 2 დღის წინ ოზურგეთელი გარემოსდამცველები კვლავ იმყოფებოდნენ ნამოხვანში.

ხეობის ახალგაზრდა დამცველმა19 წლის  სერგი კაკაჩიამ სამშენებლო პლიგონიც გვაჩვენა, დაბურღული და ასაფეთქებლად გამზადებული ბუნებრივი გამოქვაბული,  ქანები, ჩაკეტილი ჩანჩქერი, რომელიც საერთოდ გაქრება და პოლიციის საგუშაგო, რომლის იქით სხვა ტერიტორიაა…

 

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 84
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 77
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…