დაბა ურეკის შესახებ  არაერთი სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ალიონში,“ რომლებიც მიმდინარე პროექტებს და ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემებს ეხებოდა. ბოლო პროექტებიდან მნიშვნელოვანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის წყალმომარაგებისა და წყალანირების პროექტი, რომლის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკმა პირევ ეტაპზე 73 მილიონი ლარი გამოყო.   მშენებლობას შპს „ფერი“ 5 წლის განმავლობაში აწარმოებდა და შარშან დასრულდა.  ამ თანხიდან 10 მილიონი ლარის სამუშაოები გერმანულ-ქართულმა კომპანია „ფაიფერმა“ შეასრულა, რომელმაც გამწმენდი ნაგებობა ააშენა.

წყალი სოფელ მერიაში, „ციხის ჭაბურღილებიდან“ მიიღება, საიდანაც წყალი 710 მმ-იანი პლასმასის მილებით 19 კილომეტრს გაივლის და წვერმაღალის წყალსაქაჩში 2 რეზერვუარს ავსებს. გარდა ამისა ურეკში, შეკვეთილსა და კაპროვანში 50 კილომეტრამდე შიდა ქსელი მოეწყო. ასევე მოეწყო 37 კილომეტრი სიგრძის საკანალიზაციო სისტემა.

მოსახლეობა უმადურობას არ გამოხატავს, მაგრამ ძალიან უკმაყოფილოა წყლის მაღალი გადასახადის გამო.

_როგორ შეიძლება 16 ადგილიანმა სასტუმრომ, სადაც ღამისთევის ფასი 20 ლარია, ისევე გადაიხადოს ერთი კუბური წყლის გამოყენებისთვის 4,5 ლარი, როგორც  როგორიც ერთ-ერთმა  ცნობილმა  სასატუმრომ, სადაც ერთი ტურისტის მიღება დღიურად 100-დან 200 ევრომდე ღირს – უთხრა გაზეთ „ალიონს“ ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მეპატრონემ.

_კი, წყლით სარგებლობის მაღალი ფასებია. მაგნეტიტის ძველ დასახლებაში თითქმის ყველა ოჯახი არტეზიული ჭებით სარგებლობდა. ეს ჭები ახლაც არსებობს.აქ წყლის სარგებლობის მოსაკრებელი ერთ კუბურ მეტრზე 50 თეთრი იქნება… თუმცა ახალი წყალსადენის წყალი გაფილტრულია და აკმაყოფილებს სტანდარტებს.._გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა დაბა ურეკში დავით რობაქიძემ.

მანვე გვითხრა, რომ  ახალი კანალიზაციის ქსელი მოეწყო წერეთლის ურეკის დასახლებაში, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, მეცამეტე ქუჩაზე, წვერმაღალის ტერიტორიაზე, სადაც 220 ოჯახია.

დავით რობაქიძე გვესაუბრა დაბა ურეკში შეჩერებული ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებზე .

_ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ზღვისპირა პლაჟის პროექტის განხორციელება, რომლის განხორციელებისათვის  მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც თაყაიშვილის ქუჩის კეთილმოწყობას, 1,6 კილომეტრი სიგრძის ბულვარის განაშენიანების  გარდა ითვალისწინებს  პლაჟზე  თანამედროვე სტანდარტის საშხაპეების, საპირფარეშოების,ბუნკერების მოწყობას.. ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შარსან კომპანია „ნიუ თი ჯი“-მ გაიმარჯვა და დაიწყო მუშაობა. „ნიუ თი ჯი“ აღმოჩნდა გამარჯვებული ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტშიც.  სკოლა, სადაც დაბა ურეკიდან (მაგნეტიტი, ზედა ურეკი, წვერმაღალა), და სოფელ შრომიდან 360 ბავშვი სწავლობს, დროებით სასატუმრო „პრაიმში“ განთავსდა…„ნიუ თი ჯიმ“ გათხარა სკოლის ახალი შენობის  საძირკველი და მშენებლობა გაჩერდა. ამ მშენებლობებს დამკვეთი _მუნიციპალური განვითარების ფონდი აკონტროლებდა და მიიჩნია „ნიუ თი ჯი“ დროულად ვერ ახორციელებდა ამ პროექტებს, ჩამოართვა მას მშენებლობის უფლება და ახალი ტენდერები გამოაცხადა. 10-დღიან  ვადაში გაიმართება ტენდერი. გამარჯვებულმა კომპანიამ  3 თვის ვადაში უნდა დაასრულოს თაყაიშვილის ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა. იმედია, დროულად აიგება სკოლის ახალი შენობაც _გვითხრა მან.

თაყაიშვილის ქუჩას გადაკვეთს გრიგოლეთი-ქობულეთის 14,4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალ მაგისტრალთან ახლოს მდებარეობს დანა ურეკის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. ჩვენ „კოვიდ 19“ რეგულაციებიდან გამომდინარე ბაღის გამგეს ელენე იმნაძეს შენობის შესასვლელში ვესაუბრეთ:

_თავად ხედავთ თანამედროვე სტანდარტის შენობაა, 4 ჯგუფზე გათვალისწინებული.  ბაღში  75 ბავშვი ირიცხება, მაგრამ ამჟამად  40-45 ბავში დადის. მათ აქ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, _გვითხრა ქალბატონმა ელენემ.

დავით რობაქიძე გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას და მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის წინა დღის შეხვედრის შესახებ გვესაუბრა.

_ისინი მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის პროექტებს გაუწევენ კონტროლს, რომ დროულად დასრულდეს კურორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.  დაგვეხმარებიან რომ ზაფხულში ყოველდღიური საცობები არ შექმნას სადისტრიბუციო ავტომანაქანებმა.. ისინი ადრე დილიდან 9 საათამდე იმოძრავებენ მაგნეტიტის ტერიტორიაზე. სიახლეა, რომ შეიქმნება სამსახური, რომელიც კონტროლს გაუწევს დამსვენებლებთა მიერ პლაჟის დაბინძურებას და შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც ამოქმედება _გვითხრა მან.

დავით რობაქიძე ვეტერანი ფეხბურთელია. თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში,“ ფოთის „კოლხეთში“ და ოზურგეთის „მერცხალში.“ ბუნებრივია უყვარს სპორტი. მან მადლიერებით მოიხსენია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, რომლებმაც დაბის ახალგაზრდებს ფეხბურთის ბურთები და სხვა საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.

დაბის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა კურორტის ტერიტორიაზე მინი მოედნის მოწყობას, ამაზე დაიხარჯება სოფლის განვითარების პროექტით დაბა ურეკისთვის გათვალისწინებული თანხა, სადაც ფეხბურთის გარდა, კალათბურთი და ფრენბურთიც შესაძლებელია ითამაშონ.

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 93
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 93
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 93
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…