მეორე დღეა სოციალურ ქსელში მწვავე პოლემიკა მიმდინარეობს, ქ. ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ოზურგეთი-ბათუმის ტრასას და ოზურგეთი-მაკვანეთის დამაკავშირებელ ხიდებს შორის ქვიშა-ღორღის ამოღების  თემაზე.  ექსკავატორი სამი დღის განმავლობაში იღებდა მდინარი კალაპოტიდან ქვიშა-ღორღს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გასული წლის შემოდგომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ჩაატარა გასწორხაზოვნების სამუშაოები. ზედმეტი ბალასტი აიღეს და  გაიტანეს. რამდენიმე თვეში „გასწორხაზოვნების“ მოტივით ქვიშა-ღორღის ამოღებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  გურიის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი გურამ ასათიანი წერს. იგი ჩვენს კომენტარსაც გამოეხმაურა:

„ბატონო ნუგზარ იქ სადაც ეხლა მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.თუ მდინარე ქვიშა-ხრეშის ნამატს შემოიტანს, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გასწორხაზოვნება, რადგან:

  1. ხიდიდან 800-1000 მეტრზე ახლოს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ღორღის მოპოვება, რადგან გარკვეული ხანის გასვლის შემდეგ ხიდს უქმნის პრობლემებს;
  2. ზღის ნაპირიდან 20 კილომეტრზე, განსაკუთრებული ვითარების გარდა (რომელსაც სჭირდება პრემიერის ხელმოწერა), არ შეიძლება ქვიშა-ხრეშის მოპოვება.

ეს კანონი 2016, თუ 2017 წელს მიიღეს. თუმცა გაცემული ლიცენზიები დაუტოვეს მფლობელებს ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ კი ლიცენზიას აღარ უგრძელებდნენ. ასე რომ დიდი ალბათობით, აღნიშნულ ადგილზე, ქვიშა-ხრეშის მოპოვება უკანონოდ მიმდინარეობს. ან უნდა წარმოადგინონ, შესაბამისი ნებართვა ლიცენზიის სახით“._გვიპასუხა მან.

აღნიშნულ თემაზე გარემოსდავის სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 48
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 43
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 42
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 40
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…