ლაშა ტალახაძემ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

დღეს, 11 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ატაცში 222 კილოგრამი ასწია ახალი რეკორდი დაამყარა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.

აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა.

ამის შემდეგ გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით – ლაშა ტალახაძე 253 კგ-იან შტანგასთან მივიდა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ ახალ რეკორდს შეუტია 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.

აქამდე ეს რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა – 484 კგ

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 53
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 46
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 42
    ლაშა ტალახაძე _ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიადღეს, ტოკიოს ოლიმიადაზე ქართველმა ძალოსანმა სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.  ამავდროულად ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშამ მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედალი. ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა. რაც შეეხება აკვრას, ტალახაძემ 265 კგ დაძლია, რაც,…
  • 42
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 41
    მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატის ოქროლაშა ტალახაძემ  ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში, აკვრაში და ორჭიდში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამივე დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა ატაცი- 225 კგ, ახალი რეკორდი აკვრა - 267 კგ, ახალი რეკორდი ორჭიდი - 492 კგ, ახალი რეკორდი