ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტი ძლიერდება, ხეობაში დამატებით  პოლიციის სპეცრაზმია მობილიზებილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო   სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მანამდე გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ.

„მონები“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა. გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები წამოეგოთ პროვოკაციაზე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ საჭირო გახდება რიონის ხეობას აქციის მონაწილეები პარალიზებულს გახდიან.

ბლოკირებული გვაქვს საავტომობილო გზა და არ გავხსნით მანამ, ვიდრე არ მოგვეცემა ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება. ჩვენ არ გვაწყობს სხვა ტერიტორიაზე აქციის გამართვა, გვინდა, რომ პროტესტი ისევ ნამოხვანში გაგრძელდეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი არ შეზღუდონ. თუკი ისე მოხდება, რომ გუმათჰესთანაც დაგვიშლის კარავს პოლიცია და დაგვარბევს, პროტესტი სხვა სივრცეში გადავა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

„დაახლოებით, მაისის ბოლოსთვის ექსპერტები მოგვიბრუნდებიან თავისი რეკომენდაციებით და კომპანია ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეხვედრებისთვის და უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პროექტი არის ხანგრძლივი პროცესი და პროექტის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიქნებით შეხვდეთ როგორც მოსახლეობას, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“_აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 63
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 58
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 56
    ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო  კულტურების   გადამამუშავებელი ქარხნების  ნაცვლად ტოქსიკური საწარმო?!მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების  პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს  შპს „არენსა მეთალს“   ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის? ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და…