დღეს,  მუსიკოსი, ფოლკლორისტი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ანსამბლ „რუსთავის“ ხელძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი  მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ისტორიკოს სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილს შორის დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტია „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრეს. ანზორ ერქომაიშვილთან გამოსამშვიდობებლად არაერთი დელეგაცია ჩავიდა ქ. თბილისში სვანეთიდან, გურია-სამეგრელოდან, საქართველოს სხვა რეგიონებიდან. დელეგაცია ჩავიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, მშობლიურ სოფელ მაკვანეთიდან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის სამძიმარი ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო, წაიკითხა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი).

„ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.  მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.

მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა, ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.

მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ!“

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
     თავდასხმები ელჩ დეგნანზე დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობაახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა. 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 83
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…

არ გამოტოვოთ