1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიასავსტრია-უნგრეთსოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის 12 მარტს დაიწყო ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია. მოლაპარაკებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მოლაპარაკების პარალელურად, ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო.

საბრძოლო მოქმედებები 6 აპრილამდე

მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. 1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიონი (სარდალი წერეთელი) გაიქცა ოზურგეთში, მე-2 ქვეითი ლეგიონი კი (სარდალი პოლკოვნიკი ყარალაშვილი) ჩაქვში. საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დაავალა გიორგი მაზნიაშვილს დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და არ დაეშვა ოსმალების წინსვლა მდინარე ჩოლოქს აქეთ. მაზნიაშვილმა შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 აპრილს.

2 აპრილს მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებელი გაგზავნა ჩაქვში ალყაში მოქცეული მე-2 ქვეითი ლეგიონის გამოსახსნელად, რომელსაც ოსმალებმა გზა მოუჭრეს და ტყვეობა ელოდა. ოსმალების ქვეითი ჯარი გამაგრებული იყო ქობულეთის აღმოსავლეთით, რკინიგზის გასწვრივ, ხოლო ჩაქვის სადგურზე იდგა მათი ცხენოსანი ათასეული. ჯავშნოსანი დილის 9 საათზე ჩაქვის სადგურზე ჩავიდა და ტყვიისმფრქვევის ცეცხლით გაანადგურა სადგურზე გამაგრებული ოსმალები. ამით ყარალაშვილის ლეგიონმა ისარგებლა და მცირე მსხვერპლით დაიხია უკან. ეს ლეგიონი, რომელიც 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა, დემორალიზებული იყო და მაზნიაშვლმა გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო ისიდორე რამიშვილის მიერ შეკრებილი მოხალისეებით. მე-4 ქვეითი ლეგიონი მაზნიაშვილმა ოთხ ათასეულად დაჰყო და გაანაწილა ლიხაურშიშემოქმედშივაშნარსა და ოზურგეთში. სადგურ სუფსაზე იდგა ცხენოსანი ბატარეა პორუჩიკი ყარაევის მეთაურობით. მაზნიაშვილის განკარგულებაში იყო 4 ტყვიამფრქვევი, 6 ზარბაზანი, ჯავშნოსანი მატარებელი 90 ჯარისკაცით და 400 სახალხო გვარდიელი.

ფრონტის ხაზი იწყებოდა შეკვეთილის ნავსადგურიდან და გრძელდებოდა სოფელ შემოქმედამდე. მას საზღვრავდა მარჯვნიდან შავი ზღვა, მარცხნიდან კი აჭარა-გურიის მთები. მთელ სიგრძეზე, ზღვიდან ოზურგეთამდე მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების ნაპირები იყო თითქმის გაუვალი ჯარისთვის. იქ გავლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებმაც იცოდნენ ბილიკები. ამ მონაკვეთს ჰქონდა მხოლოდ ორი გასასვლელი: სარკინიგზო ხიდები ნატანებზე და ჩოლოქზე და შარაგზა ლიხაურის გავლით ოზურგეთზე. მაზნიაშვილმა დაიწყო ჯარის შევსება ადგილობრივი მოხალისეებით. ამაში მას ეხმარებოდა ისიდორე რამიშვილი ეხმარებოდა. სოფლად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა და ცოტა თოფი იყო საჭირო დასარიგებლად.

3 აპრილს ჯავშნოსანი მატარებელი ჩოლოქის სამხრეთით ლიანდაგიდან გადავარდა. გზა ადგილობრივებს ჰქონდათ გაფუჭებული. ლიანდაგზე შეყენების დროს ქართულ მხარეს ცეეცხლი გაუხსნეს, რასაც ქართველ მზვერავთა მოწინავე რაზმმა ცეცხლითვე უპასუხა, მოწინააღმდეგეს ორი კაცი მოუკლა და ხელთ რამდენიმე თოფი იგდო. 4 აპრილს ოსმალებმა აიღეს ქობულეთი. 5 აპრილს მოხდა მცირე შეტაკება, სადაც ქართულ მხარეს მოუკლეს ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ოფიცერი და დაჭრეს რამდენიმე. ოსმალებმა შემდეგ უკან დაიხიეს.

ნატანებში მებრძოლების გასამხნეველად ჩავიდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელივლასა მგელაძე და სხვები და წარმოთქვეს სიტყვები. 5 აპრილს, საღამოს რვა საათზე ქართულმა მხარემ მიიღო დაზვერვის ცნობა, რომ ოსმალეთის გალიპოლის მე-2 დივიზიის შედარებით მცირე ნაწილი მიდიოდა ოზურგეთისკენ, შარაგზით და უფრო დიდი ნაწილი, 7000 ჯარისკაცი, რკინიგზის გასწვრივ ნატანებისკენ. ოსმალებმა აჰყარეს ლიანდაგი ოჩხამურის ხიდზე, რაც ადასტურებდა რომ მთავარ იერიშს სწორედ ნატანების მხრიდან აპირებდნენ. ლიანდაგის აყრით ისინი იმედოვნებნენ ქართული ჯავშნოსანი მატარებლის უფუნქციოდ დატოვებას. მაზნიაშვილმა ერთ დღეში ააგებინა ჩოლოქის ხიდიდან ტყეში შემავალი ლიანდაგი. 6 აპრილის საღამოს ოსმალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ბრძოლა ჩოლოქის ხიდთან

8 აპრილს ოსმალეთის ჯარი გასცდა ოჩხამურს, მაგრამ არ გადიოდა ველზე და თავს აფარებდა ტყეს ოჩხამურს და ჩოლოქს შორის. მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებლის უკან დახევა ბრძანა. ჯავშნოსანი არიერგარდში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მან გაიზიარა ჯავშნოსანის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის გეგმა: მტრის პოზიციებში შეჭრა და ბრძოლის გამართვა. ბრძოლა 7 აპრილს დილის ხუთ საათზე დაიწყო. ჯავშნოსანი მატარებელი შეიჭრა მოწინააღმდეგის რიგებში. მაგრამ ქართული მხარე არ ხსნიდა ცეცხლს არც მატარებლიდან და არც სანგრებიდან, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნიდა მხოლოდ არტილერია, რომელიც კარგარეთელს ჰქონდა ჩაბარებული.

ოსმალები მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. გაშლილ ველზე აღმოჩენილი ოსმალო ასკერები მრავლად დაიხოცნენ. 11 საათისთვის, ბრძოლიდან ექვსი საათის შემდეგ ოსმალების დრეზინა დაეჯახა ჯავშნოსანს და მატარებლის პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადაეგდოთ და დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჯავშნოსანზე. გოგუაძეს იმედი გადაწურული ჰქონდა და ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც ჯავშნოსანი უნდა აფეთქებულიყო, რათა მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევები შერჩენოდა, მაგრამ პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაწყვეტილი ყოფილიყო და ნაღმი მოქმედებაში არ მოვიდა. ამასობაში მაზნიაშვილთან მივიდა დამატებითი დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძე და ბრძოლაში ჩაერთო გორის გვარდიის 400 კაციანი რაზმი. ოსმალები საბოლოოდ გატყდნენ და დაიწყეს უკანდახევა. ქართველები ამოვიდნენ საგრებიდან და დღის 4 საათამდე მისდიეს გაქცეულ მტერს ოჩხამურის ხიდამდე.

„7 აპრილს გენერალმა მაზნიაშვილმა უკან დახევა ბრძანა. უკან დახევის დროს ჯავშნიანით არიერგარდში ვყოფილიყავი და მტრის თავდასხმისგან იგი დამეცვა, ბოლოს ამეფეთქებინა რკინის გზის ხიდები და სუფსაში მივსულიყავი. მე მას ჩემი გეგმა მოვახსენე: მტრის პოზიციებში შევიჭრები და ბრძოლას გავუმართავ-მეთქი. გენერალმა ეს განზრახვა არ გაიზიარა და ამიკრძალა კიდეც: ტყუილა-უბრალოდ დაიღუპებითო. მე თუ არიერგარდში უმოქმედოდ ვიქნებოდი, მაშინ მტრის არტილერია დამაზიანებდა. გენერალმა ბოლოს მითხრა და დამლოცა: ნახე! როგორც სჯობდეს, ისე მოიქეციო. ჯავშნოსანის მხედრებს არ ეძინათ. უკვე ორი საათი იყო. მებრძოლები შევკრიბე და მათ მდგომარეობა განვუმარტე, ჩემი გადაწყვეტილებაც გავაცანი…დილით ხუთ საათზე ჩოლოქის ხიდს მივადექით. ოსმალო გუშაგები დავიჭირეთ, მტრის ბანაკში შევედით და შუა ადგილი დავიპყრეთ. ოსმალების ჯარს იქაურობა აევსო. რკინის გზის აღმოსავლეთით ნაყანევი ადგილები მტრის ჯარებით იყო გავსებული. მე სროლა არ ავტეხე. მტერს ვაგრძნობინე, რომ მე შეცდომით მოვხვდი მტრის ბანაკში და ვნებდები. უკვე გათენდა და ოსმალნი ჩვენი ჯავშნოსანისაკენ გამოიქცნენ. ახლოს მოვიდნენ. მატარებლის საფეხურებზეც ამოცოცდნენ, ზარბაზნებისა და ტყვიამფრქვეველების ლულებს ჩამოეკიდნენ. ჯავშნიანი მატარებელი ჩაკეტილი იყო, შიგ შემოსვლა არავის შეეძლო. ოსმალთა იქ მყოფი ჯარი შეგროვდა რკინის გზასთან. როცა აქ ყველამ მოიყარა თავი, მაშინ გავეცი ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ. შეიქნა სასტიკი ბრძოლა. მოწინააღმდეგე მამაცად იბრძოდა. ერთი საათის ბრძოლის დროს ბევრი ოსმალო დაიღუპა. შემდეგ ოსმალებმა მიაშურეს საფარს და იქიდან დაგვიწყეს სროლა. მე დავიწყე მანევრების კეთება და სადაც ოსმალოებს უფრო მეტი ჯარი ჰყავდათ, სწორედ იქითკენ გავხსენი მომაკვდინებელი ცეცხლი. მტრის უმთავრესი ძალა უკვე განადგურებული იყო“

ოსმალეთის ჯარმა 4 კილომეტრით უკან დაიხია. ბრძოლაში ქართულ მხარეს მოკვდა 3, დაიჭრა 25 ადამიანი.  ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის შეფასებით დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ხოლო სხვა ქართველი სახმედრო ლიდერების შეფასებით – 1000 მდე ადამიანი. ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის მონაცემებით ოსმალებს ბათუმში გადაჰყავდათ 600 დაჭრილი ჯარისკაცი. გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ოსმალეთის მხარეს დაიღუპა 80, ტყვედ ჩავარდა 2 ასკერი. ქართველებმა ხელში ჩაიგდეს 20 თოფი.

ბრძოლაში გმირობა ბევრმა ადგილობრივმა გამოიჩინა: ლიხაურელი პორფილე და ალექსანდრე გორგოშიძეები გიორგის ჯვრით დაჯილდოვდნენ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის; გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა, გადმოცემის მიხედვით დაზვერვაზე გასულმა ჯარისკაცმა ბოლქვაძემ, რომელსაც მოულოდნელად ოსმალო ასკერების ჯგუფი შეეჩეხა, 4 მოკლა და 4 ტყვედ აიყვანა. 1918 წლის 13 აპრილს ვლადიმერ გოგუაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნული გმირის წოდება მიიღო. პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ეს წოდება აღარავის მიუღია. გმირულად იბრძოდა მისი მოადგილე იუსტინე სიხარულიძე, მზვერავთა რაზმის უფროსი გობრონიძე, ელიზბარ გაგნიძე, ნოე გოგუაძე, აკაკი ურუშაძედავით შარაშიძე.

შედეგები

ჩოლოქის ხიდთან მიღწეულ წარმატებას ხაზი გადაუსვა ქართული ჯარის სხვა შენაერთებმა. ოზურგეთისკენ დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით) ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა არ გაუწია წინააღმდეგობა, დატოვა პოზიციები და უკან დაიხია ქალაქისკენ. ამან გამოიწვია პანიკა, ოზურგეთი მიატოვა ჯარმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და დაიწყო უკან დახევა ჩოხატაურისკენ. მთელი ქალაქი და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა გაიხიზნა სუფსის გაღმა სოფლებში და ჩოხატაურში. ოსმალებმა თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ქალაქი. გარდა ოზურგეთისა, ოსმალებმა აიღეს ჭანიეთი, ლიხაური, მაკვანეთიწითელმთამელექედურის ნაწილი, წინ წაიწიეს ვაშნარის მიმართულებით. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ შემოქმედში ვერ შევიდნენ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნასაკირალის უღელტეხილზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა. 11 აპრილს მაზნიაშვილა სცადა ოზურგეთზე შეტევა და გაიმართა ვაშნარის ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ სამხედრო მოქმედებები შეაჩერა გერმანიის დიპლომატიურმა ჩარევამ და დროებითმა ზავმა.

ოსმალები ოზურგეთიდან ზავის პირობების მიხედვით 7 ივნისს გავიდნენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ულამაზესი მთავარი მოედანი ექნებაქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.   „თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება.  ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია…
  • 100
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 100
    „თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო“დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
  • 100
    კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ახალი თაობაკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
  • 100
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…