დღეს,  9 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ნინო თოიძის საფლავზე  ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ვთხოვეთ გაზეთ „ალიონთან“ ესაუბრათ 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ.

ავთანდილ თავართქილაძე, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი: _9 აპრილმა დიდი  სიხარული დაგვიტოვა. ჩვენ  წმინდანები გვყავს, 2 ქალბატონი გურიიდან _ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე. ჩვენი ცხოვრება 9 აპრილზე უნდა გადავაწყოთ და მოვიქცეთ ზნეობრივად და მორალურად ისე, როგორც ჩვენს რწმენას და ჩვენს ქართველობას ეკადრება. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა ნაკლები იციან 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ. საჭიროა მათი მეტი ინფორმირებულობა, მეტი საუბარი მათთან, რომ  ჩვენი დიდი მონაპოვარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მოვიპოვეთ შეუპოვარი ბრძოლით.

9 აპრილი დიდი ტკივილი და ამავე დროს დიდი სიხარულიცაა, რადგან აქედან დაიწყო ის დიდი სიყვარული, ის დიდი იდეა, რომელიც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა თქვეს.

ეს დღე რამდენადაც სამწუხაროა, იმდენად საამაყოა ჩვენთვის.

ვახტანგ მამეიშვილი, მხატვარი, ჰელსინკის კავშირის წევრი: _ამ დილით სატელევიზიო გადაცემებს ვუყურებდი და გამიხარდა, რომ კარგად გაშუქდა წლების წინ მივიწყებული 9 აპრილის თემა. ძალიან გული მტკიოდა, რომ ასეთ თემებს არ აშუქებდნენ, რომ ჩვენი ეროვნული იდეები თითქოს გაღარიბებული იყო. კარგად მენიშნა ეს ამბავი, _რაც მეტი იქნება ასეთი გადაცემები, მეტი იქნება ეროვნული სული და ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ.

1989 წელს ქვეცნობიერად მივედით თავისუფლებისთვის ბრძოლამდე. 10 აპრილს დიდი მიტინგი ჩატარდა ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე. იყო მუქარები _ჯარი მოდის, მაგრამ ჩვენ არ შევშინდით, მიტინგი მაინც ჩატარდა.შემდეგ შემოქმედის ტაძრისაკენ გავემართეთ. 10 ათასამდე კაცი შეგროვდა ტაძრის ეზოში. მე ეკლესიის სამრეკლოდან მივმართე ხალხს,  საჯაროდ დავტოვე კომუნისტური პარტიის ბილეთი და მოვუწოდე სხვებსაც დაეტოვებინათ კომპარტია. დამიბარეს უშიშროებაში. მეუღლეს ვუთხარი: _მგონი მიჭერენ და მაციმბირებენ, თბილი ტანსაცმლები მომიმზადე-თქო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 9 აპრილამდეც და შემდეგაც ჩამოდიოდნენ ოზურგეთში და ვხდებოდი მათ.

ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო. თეატრის წინ მერაბ კოსტავა ხალხს მიმართავდა. ერთი ქალბატონი ამოვიდა პატარა ბავშვით თეატრის კიბეებზე და მთხოვა: _მერაბთან მიშუამდგომლე, რომ ჩვენ შვილს თავზე ხელი დაადოსო. მერაბის რომ ვუთხარი, გაეცინა,  ბავშვს მიეფერა და თავზე აკოცა.

ზაურ კოსტავა, ჰელსინკის კავშირის წევრი, პირველი მოწვევის ეროვნული პარლამენტის წევრი: _ 9 აპრილი დიდი ბრძოლის დღე იყო. გული მწყდება, როცა ვხედავ დღეს რა მდგომარეობაა _როგორ გვეცლება ხელიდან ეროვნული ცნობიერება.

გიორგი თოიძე, სოფელ ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი: _9 აპრილი უდიდესი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავისუფლება მოგვიტანა.  სწორედ ამ გმირების დამსახურებაა ეს. მეამაყება რომ ლიხაურელი ვარ. ნინო თოიძე, ისევე როგორც 9 აპრილის სხვა გმირები ზეცაშია. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს გმირები.

* * *

მემორიალის ავტორ ვახტანგ მამეიშვილთან ერთად სოფ. ლიხაურში 9 აპრილის მეორიალი მოვინახულეთ, რომელსაც დასრულება სჭირდება. ამ საქმეში პროექტის ავტორს დახმერება მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე დაპირდა.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 70
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 68
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 67
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 65
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…