რიონის ხეობაში, კარვებში 208-დღიანი პროტესტისა და ქუთაისში გამართული აქციების შემდეგ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა თბილისში გადაინაცვლეს.აქციაში გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან რიონის ხეობის მცველთა მხარდამჭერები მონაწილეობენ. როგორც გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაციის „ეკოს“ თავმჯდომარე ირმა გორდელაძემ გვითხრა,  ბევრი ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან და რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველთა მხარადამჭერი ათასობით ადამიანია შეკრებული.

ვარლამ  გოლეთიანმა თავის გამოსვლაში აქციის მონაწილეთა მოთხოვნებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ნამახვანჰესის“  მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა  და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინც ხელი აქვს მოწერილი  რიონის ხეობის გასხვისებაში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 64
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 62
    „რიონის ხეობის გადარჩენისათვის ბრძოლაში პარტიების ჩაბმას არ ვაპირებთ“.გასულ სამშაბათს, ოზურგეთელთა მცირე დელეგაცია (მამა ვახტანგი (თოხაძე), ნუგზარ კალანდარიშვილი, ლევან თავდიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი) რიონის ხეობის სოფელ ნამოხვანში ვიმყოფებოდით  და ხეობის მცველებს შევხვდით, რომლებიც უკვე 150 დღეზე მეტია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ. ხეობის მცველებმა ერთ-ერთ კარავში მიგვიწვიეს, სადაც  საინტერესო საუბარი გაიმართა. ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს…
  • 53
    მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული გლობალური პრობლემა ძალადობაა ქალების და ბავშვების მიმართ.პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“-  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…