_დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმა ხდება იმისი, რომ საქართველოში არსებული ნორმები, სტანდარტები და კანომდებლობა ინვესტორს ფეხზე ჰკიდია _ ეს დღეს, ქ. ოზურგეთში, კომპანია „გურია ექსპრესის“ („გულისტანი“) ოფისის წინ გამართულ გაფიცულ მუშა-მოსამსახურეების აქციაზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

„გურის ექსპრესის“გაფიცულ მუშებს დღეს ბორჯომის მინერალური წყლების კომპანიის მუშების ჯგუფმაც გამოუცხადა სოლიდარობა და თავიანთი დანაზოგი, თითოეულ გაფიცულ მუშას 400-400 ლარი გადასცეს.

ირაკლი პეტრიაშვილი: _ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე: _ჩემი პოზიციაა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს მშვიდობანი დიალოგი დამსაქმებელთან;საქართველოს კანონმდებლობის იგნორირების უფლება არ აქვს არავის; ჩვენ ვართ ქართველი მხარე და გვაქვს უფლება,წარმოვადგენდეთ ამ მხარეს; არავის არ აქვს უფლება უარი თქვას მოლაპარაკებაზე. თუ მოლაპარაკების გზით ეს პრობლემა არ მოგვარდა, არა მარტო გურია, არამედ მთელი საქართველოს პროფკავშირები დადგება ამ ხალხის გვერდით; ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს და გაფიცვის დღეებში მათ პროფკავშირების წევრები დახმარებას გაუწევენ.

_საქართველოს  პროფკავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს დასაქმებულებს და დამსაქმებელებმა, დროულად უნდა გადადგას გონივრული  ნაბიჯი.დღეს ჩვენ .სოლიდარობა გამოვუცხადეთგაფიცულ მუშებს, მატერიალურად დავეხმარეთ,იმას რასაც დამსაქმებელი არ აკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ და ეს უნდა იყო სიგნალი, დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ორთავე მხარე, _განაცხადა აქციაზე დაქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა ბექა სეფიაშვილმა.

შემდეგ ირაკლი პეტრიაშვილმა მზაობა გამოთქვა მოლაპარაკების და ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებს დაცვის საშუალებით აცნობა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.

_ბუნებრივია პროტესტი გრძელდება,სოლიდარობა და ის გზავნილი, რაც ჩვენი ჩამოსვლით დავაფიქსირეთ,რომ მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის. ამის იგნორირება გამოიწვევს იმას რომ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრები, დარგობრივი ორგანიზაციები იქნებიან  სოლიდარობით თქვენს მიმართ. რაც შეეხება გაფიცვას, მანამ, სანამ ეს ქარხანა იქნება აქ, გაფიცვა მანამ გაგრძელდება. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სახელმწიფო სოლიდარობის ფონდი,გავუწევთ დახმარებას ჩვენს გურულ დებს და ძმებს.

მივმართავ, როგორც ხელისუფლებას, ისე თურქეთის ელჩს, აუხსნან დამსაქმებლებს, რა არის ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული და რას არღვევს ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ყველაფერი მიდის სისხლის სამართლის საქმემდე, ბუნებრივია, პროფკავშირები ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდება კანონმდებლობის იმპლემენტაცია ანუ სარგებლობა, ხალხამდე არ მიდის. რეალურად კანონმდებლობაში ჩაწერილი ცივილიზებული ნორმები და სტანდარტები, ეს გახლავთ სრული ბლეფი, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ამით ვერ სარგებლობენ. ჩვენ მოლაპარაკების კარს არ ვხურავთ და მზად ვართ შედგეს მოლაპარაკებები, _განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კომპანია „გურია ექსპრესის“გაფიცული მუშების აქცია 28 დღეა მიმდინარეობს. გაფიცული მუშები არასათანადო სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და ხელმძღვანელების მხრიდან არასათანდო მოპყრობას აპროტესტებენ. ისინი კვლავ უკმაყოფილობას გამოთქვამენ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობით და კომპანიის ხელმძღვანელებისაგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

აქციის დაწყებიდან დღემდე კომპანიის ხელმძღვანელობას არც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის წინაშე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 71
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 69
    „ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა“    ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
  • 67
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 65
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…