14 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სათეატრო სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში გახსნის.
ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში,ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, მინიჭებული აქვსკულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია. თეატრს აქვს დიდი სცენა 405 კაციანი მაყურებელთა დარბაზითა და ორიიარუსით, სადაც განლაგებულია ლოჟები. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული, ხოლო ჭერი მოხატულია გურიის ცხოვრების ამსახველი ყოფითი სცენებით. თეატრში ორი სცენაა, დიდი, მცირე,გააჩნიაკიდევ რამდენიმე სივრცე სპექტაკლებისა და ღონისძიებების გასამართად: სამხატვრო გალერეა (სხვენზე, დღის შუქით), დიდი სარეპეტიციო დარბაზი, პერსპექტივაში ლიტერატურული სალონი, კაფე (სარდაფი), ღია ტერასა.
ამორტიზებულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდის„ქართუს“მხარდაჭერით, რაზედაც დაიხარჯა 20 მილიონი ლარი.თეატრის შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს და ის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; აქვს კეთილმოწყობილი სარეპეტიციო ოთახები, საგრიმიოროები, რადიოსტუდია აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით რადიოთეატრისათვის სპექტაკლების ჩასაწერად, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, სამუზეუმო ოთახი,სამკერვალო, სადეკორაციო სახელოსნოსთვის და სხვა.
153-ე სეზონისთვის, ოზურგეთის თეატრმა, 7 საპრემიერო დადგმა მოამზადა. განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი ოზურგეთის თეატრში გაიხსნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობს, მათ შორის, დებიუტანტი პროფესიონალები, რომლებსაც პირველად შეხვდება და გაიცნობს ფართო აუდიტორია.
მომდევნო დღეებში წარმოდგენილი იქნება ვანო ხუციშვილის სპექტაკლი „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით), ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით), ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია), მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია).
ოზურგეთის რეაბილიტირებული შენობისა და 153-ე სათეატრო სეზონის გახსნას დაესწრებიან თეატრის მეგობრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
p.s. რეაბილიტაციის პერიოდში თეატრი გასტროლებს მართავდა ქვეყანაში და უცხოეთში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, იყენებდა ალტერნატიულ სათეატრო სივრცეებს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 56
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 54
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 50
    „თუკი ადამიანები მეტი გულისხმიერებით არ მოვექცევით სამყაროს, კაცობრიობა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს“მაკვანეთლები, ანი და ელენე მუჯირები ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ეზოში „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებაზე გავიცანი. საინტერესო ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი. _ ძალიან საინტერესო გოგონები არიან.ნიჭიერები და შრომისმოყვარენი_ გვითხრა ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორმა კახა ვასაძემ და მათი შემოქმედების გასაცნობად სამხატვრო სკოლაში მიგვიწვია. თემათა მრავალფეროვნება, საოცარი ფერები, ბავშვის თვალით დანახული სამყარო _…
  • 49
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…