მოკლე ჩამონათვალი რა პრობლემები აქვს ბახვი1 ჰესის პროექტს:
_დოკუმენტაცია წარდგენილია ვადების დარღვევით;
_ ჰესი ექცევა საპროექტო გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში და ნაწილობრივ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დამტკიცებულ საზღვრებში;
_ არაა სათანადოდ დასაბუთებული კონკრეტულად ამ ადგილზე ჰესის განთავსების უპირატესობა;
_ წყალშეგუბების გავლენა ბახმაროს მიკროკლიმატზე შეფასებულია მოძველებული, 1980-იან წლებში შემუშავებული საბჭოთა მეთოდოლოგიით;
_ არ არის დათვლილი და შეფასებული მოსაჭრელი წიწვოვანი ხეების რაოდენობა;
_ არ არის შეფასებული თუ რა სახის ზემოქმედება შეიძლება იქონიოს წყლის ხარჯის 88%-ით შემცირებამ მდინარის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემაზე. არ არის წარმოდგენილი ამ ხარჯის დათვლის მეთოდოლოგია;
_ არ არის შეფასებული ვიზუალურ-ლანდშაფტური ზემოქმედება, არ არის გაკეთებული მოდელირება გამოჩნდება თუ არა ჰესი ტურისტული გადასახედებიან ფიქრის გორა, მზის ჩასავალი და ა.შ.;
_ არ არის შეფასებული გარემოზე მიყენებული შეუქცევადი ზიანი და არც მისი აუცილებლობაა დასაბუთებული;
_ არ არის წარდგენილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პოზიცია;
_ არ არის შეფასებული ზეგავლენა ბახმაროს გენგეგმით გათვალისწინებულ სამომავლო ტურისტულ საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებზე, სკოპინგის ანგარიშში მითითებულია რომ აღნიშნული ბილიკები მხოლოდ მწყემსების მიერ გამოიყენება;
_ არ არის ჩატარებული სეისმოლოგიური კვლევა/შეფასება;
_ პროექტების დანაწევრების მახინჯი პრაქტიკის შესაბამისად სკოპინგის ანგარიშიდან გამოტოვებულია ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის პროექტი;
_ არ არის შეფასებული მოხდება თუ არა ბახმაროს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის და გამწმენდი ნაგებობის გადაკვეთა. კომპანიის წარდგენილი აქვს ინფორმაცია, რომ ბახმაროში ამ ინფრასტრუქტურის მოწყობა არ იგეგმება, მაშინ, როცა ბახმაროს წყალარინების და გამწმენდი ნაგებობის პროექტი მომზადებულია და სკოპინგის ეტაპი გავლილი აქვს
ამ და სხვა შენიშვნებს უფრო ვრცლად დღეს საიას ოზურგეთის ოფისი და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ წარადგენენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში _წერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი გრიგოლ მახარაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 72
„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
- 72
1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 72
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 69
28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 69
„ორქისის“ კვლევით საქართველოს მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟი ტყვიით ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა, რაც ოზურგეთში კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის საქმიანობას უკავშირდება. ექიმმა, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ რედაქციას მოაწოდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ბავშვებში ტყვიის შემცველობის მხრივ აჭარა-გურია ლიდერობს. ორგანიზმში ტყვიის ზედმეტი შემცველობა პირველ რიგში ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს.…