ქ.ოზურგეთში, ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ (ამ საწარმოს „გულისტანსაც“ უწოდებენ) თანამშრომლები უკვე 18 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ცუდ სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ.

_ძალიან ცუდ სამუშაო პირობებში გვიწევდა მუშაობა, ამას დაუმატეთ ძალიან დაბალი ანაზღაურება. ამიტომ გავიფიცეთ. ქარხნის ხელმძღვანელობა არ აპირებს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას _უთხრა ჟურნალისტებს გაფიცულმა გულნარა ქადეიშვილმა.

_18 დღეა გაფიცული ვართ. რას ვითხოვთ: შრომის პირობების გაუმჯობესებას და შრომის ნორმალურ ანაზღაურებას. ჩვენი ხელფასი  650 ლარს შეადგენდა, თუმცა, ეს ქაღალდზე იყო და ჩვენი ანაზღაურება 250-300 ლარი თუ იყო. გაფიცვის დაწყებისას დავიწყეთ მოლაპარაკება საწარმოს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ უშედეგოდ.დრო გაჰყავთ. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 800 ლარამდე გაზრდაა, მაგრამ ურჩევნიათ 10-ჯერ მეტი ზარალი მიიღონ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ველოდით გურიის მხარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ჩვენი ბედით დაინტერესდებოდნენ, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს კომპანია საწარმოში ახალი თანამშრომლების შეყვანას აპირებს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ _გვითხრა გაფიცულმა ლადო ურუშაძემ.

დღეს „გურია ექსპრესის“ ხელმძღვანელობიდან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 50
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 43
     „გასწორხაზოვნება“ თუ ქვიშა-ხრეშის უპრობლემოდ მოპოვების ახალი გეგმა კარიერების თემა დროებით მიეფარა საზოგადოების თვალსაწიერს. არადა, მდინარეების აუზში კვლავ ინტენსიურად ხდება ქვიშა-ხრეშის  მოპოვება, მდინარე სუფსაზე ზოგიერთ მონაკვეთი ისეა აოხრებული, მდინარის ფსკერიც კი ამოუღიათ.  მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანებულია ოზურგეთი-ჯუმათი-გულიანის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. გასულ ხუთშაბათს სოფელ ოზურგეთის გადასახვევიდან ვიდრე ე.წ. „ძაღლების თავშესაფრამდე“, 5 წუთის განმავლობაში 15 მძიმედ დატვირთული ავტომანქანა დავაფიქსირეთ,…