ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს უკვე ვიმყოფებით კორონავირუსის მაღალი გავრცელების პიკში.

მისი თქმით, ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხვევა და ინფიცირება გვაქვს, რაც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

_„მინდა, დავაზუსტო რომ ჩვენი შეფასებით, დღეს მესამე ტალღის პირას არა – პიკში ვართ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ შემდეგი აღმავლობა იყოს. ძალიან არ გვინდა, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს და იმედი გვაქვს, რომ ამ სიტუაციას აღარ მივუახლოვდებით.

გასული წლის ბოლოს დღეში 4-5 ათასი შემთხვევა იყო და გვქონდა 30 ათასი აქტიური შემთხვევა, ანუ ვისაც დასმული ჰქონდა კოვიდის დიაგნოზი და ჯერ გამოჯანმრთელებული არ იყო. ჯერჯერობით ახლა ასეთი ავადმყოფების რიცხვი 15 ათასის ფარგლებშია, ანუ ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხვევა და ინფიცირება გვაქვს, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

15 მარტს ვაქცინაციის დაწყება დაგვიანებული იყო და ასევე დიდი სკეპტიციზმი არსებობდა მოსახლეობაში. არაპირდაპირი ანტივაქსერების გავლენა ძალიან დიდი იყო. ამ ყოველივეს შემდეგ, საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისაკენ.

ბოლო დღეებში 4-დან 5 ათასამდე ადამიანი იცრება, ის ვინც აიცრა თავიდან 20 დღის განმავლობაში, ახლა დღეში იცრება ამდენი. ეს კარგია, მიახლოებულია სამიზნე ოპტიმალურ მაჩვენებლებთან. დღეში თუ 6-7 ათას ადამიანს ავცრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის 65%-ს და ეს არის ჩვენი მთავარი სამიზნე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 65
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 65
    ირაკლი ღარიბაშვილი _ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს; გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ; დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
  • 65
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 64
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 63
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…