დღეს, პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში ოზურგეთში ლიტერატურულ კაფე ,,8+1-ში“ საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით მრგვალი მაგიდა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მედია ორგანიზაციებს.

შეხვედრას ესწრებოდა იმერეთის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრი“ წარმომადგნელები. ქალბატონმა თამარ მოსაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე. ადგილობრივმა არასამთავრობო სექტორმა: თამო ონიანმა (ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი) ირინა საჯაიამ (განათლებისა და თანასწორობის ცენტრი) ისაუბრეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სუბ-გრანტებზე.

საჯარო მმართველობის რეფორმის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა (PAR). PAR- ის მიზანია ხელი შეუწყოს დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესებას და ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის უზრუნველყოფას.  სამოქმედო გეგმის ორი მთავარი მიმართულებაა:

1.თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით ადგილობრივი ხელსუფლების უფლებამოსილების გაფართოვება.

 2.ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალატებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი სერვისების გაუმჯობესება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

პროექტი – „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 61
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 59
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 50
    მსოფლიოს ერთ-ერთი  ყველაზე მტკივნეული გლობალური პრობლემა ძალადობაა ქალების და ბავშვების მიმართ.პროექტი  „ბავშვთა და მოზარდთა  მიმართ ძალადობის პრევენცია“-  ხორციელდება  „ საქველმოქმედო კავშირი-ქალთა ცენტრის და ძდექ-ის გურიის რეგიონალური კომიტეტის თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში  სკოლის პედაგოგებისა  და საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის  კაჭრეთში ,სასტუმრო „ამბასადორში“,  ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგების კურსი,რომელსაც  უძღვებოდნენ:  საერთაშორისო ექსპერტები: ია ვერულაშვილი,პროფესორი, ორგანიზაცია „კავშირი-ქალთაცენტრი“. „ბავშვთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ნაადრევი იდენტიფიკაციის მეთოდების გამოყენება…
  • 48
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 48
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…