დღეს, ქ. თბილისში, რესბუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველები აქციას მართავენ, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ქ. ოზურგეთში, თეატრალურ მოედნიდან დილის 8 საათზე დაიძრა აქციის მონაწილეთა კოლონა, რომლებსაც ამ წუთებში ჩოხატაურებლებიც შეუერთდნენ. საჯავახოს გადასახვევთან მათ ლანჩხუთელებიც შეუერთდებიან.